1. საკრებულო პირველსავე სხდომაზე, თავისი უფლებამოსილების ვადით, ფარული კენჭისყრით, საკრებულოს წევრთაგან ირჩევს საკრებულოს თავმჯდომარეს.

2. საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს საკრებულოს არანაკლებ 3 წევრს.

3. საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატურების დასახელების შემდეგ წერილობითი განცხადება წარედგინება საკრებულოს სხდომის თავმჯდომარეს, რომელიც  საკრებულოს აცნობს კანდიდატთა სიას და ითხოვს მათ თანხმობას, კენჭი იყარონ საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე. საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატს უფლება აქვს, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე მოხსნას თავისი კანდიდატურა.

4. კანდიდატებისაგან თანხმობის მიღების შემდეგ სხდომის თავმჯდომარე კენჭისყრისათვის ადგენს ამ კანდიდატთა ერთიან სიას მათი წარდგენის რიგითობის მიხედვით.

5. საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისათვის ეძლევა  შესაბამისი დრო, რათა უპასუხოს დასმულ შეკითხვებს, რის შემდეგაც სხდომის თავმჯდომარე აცხადებს კენჭისყრას.

6. საკრებულოს თავმჯდომარეს თავისი შემადგენლობიდან, საკრებულოს უფლებამოსილების ვადით, საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით ირჩევს საკრებულო.

7. კანდიდატთა ერთიანი სიის შედგენის შემდეგ  საკრებულოს თავმჯდომარის არჩევნები ტარდება ფარული კენჭისყრით, ბიულეტენების საშუალები