1. კომისიის თავმჯდომარეს ირჩევს საკრებულო საკრებულოს წევრთაგან, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და ამ რეგლამენტით დადგენილი წესით.

2. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს საკრებულოს წევრთა 1/5 და საკრებულოს ფრაქციას.

3. კომისიის თავმჯდომარის არჩევისას კენჭისყრა ფარულია და იმართება ბიულეტენებით, საკრებულოს თავმჯდომარის არჩევის წესის შესაბამისად, რომელიც განისაზღვრება  ამ რეგლამენტის მე-17 მუხლით.

4. კანდიდატის დასახელების შესახებ განცხადება წარედგინება საკრებულოს სხდომის თავმჯდომარეს, რომელიც ადგენს კანდიდატთა ერთიან სიას დასახელების რიგითობის მიხედვით.

5. კანდიდატთა დასახელების შემდეგ თავმჯდომარე აქვეყნებს კანდიდატთა სიას. კანდიდატს უფლება აქვს, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე მოხსნას თავისი კანდიდატურა.

6. კომისიის თავმჯდომარის არჩევის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს საკრებულოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობ