ამ დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის XII თავი ამოქმედდეს 2018 წლის 1 აგვისტოდან.ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარებესიკ ტაბიძე
დანართი

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი

ეს რეგლამენტი, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად, განსაზღვრავს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილებას, სტრუქტურას, მისი სტრუქტურული ერთეულებისა და თანამდებობის პირთა უფლება-მოვალეობებს, მუშაობის ორგანიზაციისა და საქმიანობის წესს.თავი I
ზოგადი დებულებები