1. ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს წარადგენს მერი საბიუჯეტო წლის დამთავრებიდან არა უგვიანეს 2 თვის ვადაში.
2. საკრებულოს აპარატი რეგისტრაციაში ატარებს ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს და რეგისტრაციიდან 5 დღის ვადაში დადგენილი წესით აქვეყნებს საჯარო განხილვისთვის.
3. ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს საკრებულოს სხდომაზე წარადგენს მერი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი. საკრებულომ თანამოხსენებლის ფორმით შეიძლება მოისმინოს დამოუკიდებელი აუდიტის დასკვნა და საკრებულოს საფინანსო–საბიუჯეტო კომისიის დასკვნა.
4. საკრებულო არაუგვიანეს 1 მაისისა აფასებს ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს.
5. ყოველი კვარტალის დასრულებიდან 1 თვის ვადაში ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო შესაბამის წარმომადგენლობით ორგანოს წარუდგენს ბიუჯეტის შესრულების კვარტალურ მიმოხილვას ნაზარდი ჯამით, რომელიც მოიცავს შემოსულობების, გადასახდელების (მათ შორის, სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი სახსრების), ნაშთის ცვლილებისა და მთლიანი სალდოს ფაქტობრივი მოცულობების შედარებას შესაბამისი პერიოდის გეგმურ მაჩვენებლებთან.
6. საკრებულო ბიუჯეტის კვარტალური ანგარიშის წარდგენიდან ერთი თვის ვადაში ისმენს ანგარიშს ბიუჯეტის კვარტალური შესრულების შესახებ, რომელსაც წარადგენს მერი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი. ამასთან, საკრებულომ თანამოხსენების სახით შეიძლება მოისმინოს საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დასკვნ