1. საფინანსო ნორმატიულ-სამართლებრივი აქტის პროექტად ითვლება ყველა ის პროექტი, რომელსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე (რომელიც ითვალისწინებს ბიუჯეტიდან ისეთი ღონისძიებების, პროექტების ან პროგრამების დაფინანსებას, რომლის დაფინანსებაც არ არის გათვალისწინებული დამტკიცებული ბიუჯეტით).
2. საფინანსო ნორმატიულ-სამართლებრივი აქტის პროექტის განხილვის დაწყებისათვის აუცილებელია მერის წერილობითი თანხმობა და საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დასკვნა და წინადადებები ხარჯების დაფარვის შესაძლო გზების თაობაზ