ქვეყანაში საარსებო მინიმუმსა და მინიმალურ შემოსავალს შორის თანაფარდობის გადასინჯვის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1280
სარეგისტრაციო კოდი
0000.00.00.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 16, 21/02/2002
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

ქვეყანაში საარსებო მინიმუმსა და მინიმალურ შემოსავალს შორის თანაფარდობის გადასინჯვის შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

საქართველოს მოქალაქეთა სოციალური დაცვის პოლიტიკის ეფექტიანად განხორციელებისა და „საარსებო მინიმუმის გადაანგარიშების წესის შესახებ“საქართველოს კანონის შესაბამისად:

1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ და სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების გათვალისწინებით ერთი თვის ვადაში განსაზღვრონ სასურს ა თო კალათის შემადგენლობა და კვების პროდუქტების მოხმარების ნორმები, დაადგინონ სამომხმარებლო კალათის სასურსათო და არასასურსათო ნაწილებს შორის თანაფარდობა და მოამზადონ საქართველოს კანონის პროექტი „საარსებო მინიმუმის შესახებ“.

2. ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს, ქვეყანაში საარსებო მინიმუმის შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ეკონომიკის სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროსა და სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ წარდგენილი წინადადებების საფუძველზე შეიმუშაოს პროგრამა, რომელშიც ეტაპობრივად იქნება განსაზღვრული თანაფარდობა საარსებო მინიმუმსა და მინიმალურ შემოსავალს (მინიმალური პენსია, მინიმალური ხელფასი) შორის.

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარის მოადგილე რ.ჯაფარიძე

თბილისი,

2002 წლის 14 თებერვალი.

1280–IIს