„საქართველოს კონსტიტუციაში დამატებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ“ 2000 წლის 20 აპრილის საქართველოს კონსტიტუციური კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№261
სარეგისტრაციო კოდი
0000.00.00.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 36, 25/04/2000
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

„საქართველოს კონსტიტუციაში დამატებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ“ 2000 წლის 20 აპრილის საქართველოს კონსტიტუციური კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტს 2000 წლის 15 სექტემბრამდე წარუდგინოს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი.

2. დაევალოს საქართველოს პარლამენტის ბიუროს, 2000 წლის 30 აპრილამდე უზრუნველყოს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის შემმუშავებელ სახელმწიფო კომისიაში პარლამენტის შემადგენლობიდან წევრების განსაზღვრა.

3. დაევალოს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა, კანონირებისა და ადმინისტრაციულ რეფორმების კომიტეტს, აფხაზეთის პრობლემებთან დაკავშირებული საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის, საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „აფხაზეთის“და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მონაწილეობით შეიმუშაოს წინადადებები აფხაზეთის სტატუსის განმსაზღვრელი კონსტიტუციური კანონის შესახებ და პარლამენტს წარუდგინოს 2000 წლის საშემოდგომო სესიისათვის.

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარე ზ.ჟვანია

თბილისი,

2000 წლის 20 აპრილი

261–IIს