საქართველოში კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობით წარმოქმნილი ვალდებულების ნაწილობრივი ანაზღაურების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1879
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 82, 13/07/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

საქართველოში კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობით წარმოქმნილი ვალდებულების ნაწილობრივი ანაზღაურების შესახებ

„საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის, „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტების მოთხოვნათა შესრულების მიზნით,

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. დაევალოს საქართველოს მთავრობას, „საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შე-სახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნათა საფუძველზე, დროულად მოამზადოს და საქართველოს პრეზიდენტს დასამტკიცებლად წარუდგინოს საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის წევრებზე მიზნობრივად განაწილებული სახელმწიფო საპრივატიზებო ქონების (შენობა-ნაგებობები, მიწის ნაკვეთები) გადაცემის შესახებ კონკრეტული პროექტები.

2. აღნიშნული პროექტების დასრულების შემდეგ ამ პროცესის მარეგულირებელ სამართლებრივ აქტებში გარკვეული კორექტივების შეტანის შემთხვევაში არ მოხდეს კომპენსაციით დაუკმაყოფილებელ კოოპერატივის წევრთა პირობების გაუარესება.

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარის მოადგილე მ. მაჭავარიანი

თბილისი,

2005 წლის 1 ივლისი.

№1879-რს