კერძო საკუთრების უფლების უზრუნველყოფის ხელშემწყობი დამატებითი ღონისძიებების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№5489
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 167, 27/11/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოსპარლამენტისდადგენილება

კერძოსაკუთრებისუფლებისუზრუნველყოფისხელშემწყობიდამატებითიღონისძიებებისშესახებ

ქვეყნის საშინაო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრის მიზნით, საქართველოს კონსტიტუციის 48-ე მუხლის შესაბამისად,

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. შესაბამისმა ადმინისტრაციულმა ორგანოებმა ამ დადგენილების ამოქმედებიდან 1 კვირის ვადაში შეწყვიტონ საკუთრების უფლების ან საკუთრების შეძენის საფუძვლის გაუქმების შესახებ ადმინისტრაციული წარმოება იმ სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის ქონებასთან მიმართებით, რომელზედაც საკუთრების შეძენა განხორციელდა ან საკუთრების შეძენის საფუძველი წარმოიშვა სამართლებრივი აქტით ან გარიგებით „ქონების ლეგალიზების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე.

2. შესაბამისმა ადმინისტრაციულმა ორგანოებმა კერძო და საჯარო ინტერესების პროპორციულობის პრინციპზე დაყრდნობით, ამ დადგენილების ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში მიიღონ გადაწყვეტილება საკუთრების უფლების ან საკუთრების შეძენის საფუძვლის გაუქმების შესახებ სასამართლო დავის გაგრძელების მიზანშეწონილობის თაობაზე იმ სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის ქონებასთან მიმართებით, რომელზედაც საკუთრების შეძენა განხორციელდა ან საკუთრების შეძენის საფუძველი წარმოიშვა სამართლებრივი აქტით ან გარიგებით „ქონების ლეგალიზების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე.

3. საგამოძიებო ორგანოებმა ამ დადგენილების ამოქმედებიდან 10 დღის ვადაში კანონის შესაბამისად მიიღონ გადაწყვეტილებები საკუთრების (საკუთრების შეძენის საფუძვლის) განკარგვის მართლზომიერების დასადგენად სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების შეწყვეტის თაობაზე იმ სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის ქონებასთან მიმართებით, რომელზედაც საკუთრების შეძენა განხორციელდა ან საკუთრების შეძენის საფუძველი წარმოიშვა სამართლებრივი აქტით ან გარიგებით „ქონების ლეგალიზების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე.

4. შესაბამისმა ადმინისტრაციულმა ორგანოებმა და საგამოძიებო ორგანოებმა 2007 წლის 22 დეკემბრამდე წარმოუდგინონ საქართველოს პარლამენტს ინფორმაცია ამ დადგენილების პირველი–მე-3 პუნქტების შესრულების მდგომარეობის თაობაზე.

5. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარის მოადგილე მ. მაჭავარიანი

თბილისი,

2007 წლის 22 ნოემბერი.

№5489–IIს

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „კერძო საკუთრების უფლების უზრუნველყოფის ხელშემწყობი დამატებითი ღონისძიებების შესახებ“?
დიახ, საქართველოს პარლამენტის დადგენილება „კერძო საკუთრების უფლების უზრუნველყოფის ხელშემწყობი დამატებითი ღონისძიებების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 22.11.2007.
როდის იქნა მიღებული „კერძო საკუთრების უფლების უზრუნველყოფის ხელშემწყობი დამატებითი ღონისძიებების შესახებ“?
„კერძო საკუთრების უფლების უზრუნველყოფის ხელშემწყობი დამატებითი ღონისძიებების შესახებ“ მიღებულია 22.11.2007. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №5489. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
სად არის „კერძო საკუთრების უფლების უზრუნველყოფის ხელშემწყობი დამატებითი ღონისძიებების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 22.11.2007 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პარლამენტის დადგენილება „კერძო საკუთრების უფლების უზრუნველყოფის ხელშემწყობი დამატებითი ღონისძიებების შესახებ“, №5489, 22.11.2007, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.11.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/44692/