სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ენერგო ინვესტისათვის“ იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

მიღების თარიღი 22.11.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №2453
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024820
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/04/2018
matsne.gov.ge 313 სიტყვა · ~2 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ა(ა)იპ - ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 86% 26.09.2017 სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ენერჯი დეველოფმენტ ჯორჯიასათვის“ აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 85% 22.11.2017 სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სააქციო საზოგადოება „ენერგო-პრო ჯორჯიასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 85% 05.10.2017 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულება 84% 19.11.2015 სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების ფ/პ ალექსანდრა არაყიშვილისთვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 84% 27.12.2017

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ენერგო ინვესტისათვის“ იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება №2453 2017 წლის 22 ნოემბერი ქ. თბილისი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ენერგო ინვესტისათვის“ იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ 1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, შპს „ენერგო ინვესტს“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 404455898) პირდაპირი მიყიდვის ფორმით,           18 267 (თვრამეტი ათას ორას სამოცდაშვიდი) ლარად, საკუთრებაში გადაეცეს ყვარლის მუნიციპალიტეტში არსებული 3262.00 კვ. მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №57.35.53.087) და ყვარლის მუნიციპალიტეტში არსებული 2827.00 კვ. მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №57.35.53.089). 2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს: ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში; ბ)  საქართველოს მთავრობას,  შპს „ენერგო ინვესტსა“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის 2015 წლის 31 მარტს გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმით  განსაზღვრული ჰიდროელექტროსადგურის „ავანი ჰესის“ აშენება და ამავე მემორანდუმით განსაზღვრულ ვადაში ექსპლუატაციაში მიღება. 3. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომ შპს „ენერგო ინვესტს“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 404455898) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 (ორი) წლის ვადით, წლიურ სარგებლობაში გადაცემის საფასურად – 2025 (ორი ათას ოცდახუთი) ლარად იჯარის უფლებით გადასცეს  ამ განკარგულების დანართით გათვალისწინებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები. 4. ამ განკარგულების მესამე პუნქტით განსაზღვრული უძრავი ქონების სარგებლობაში გადაცემის პირობებად განისაზღვროს: ა) სარგებლობაში გადაცემის საფასურის  – 2025 (ორი ათას ოცდახუთი) ლარის გადახდა ყოველწლიურად; ბ)  ამ განკარგულების მესამე პუნქტით განსაზღვრული უძრავი ქონების გამოყენება საქართველოს მთავრობას,  შპს „ენერგო ინვესტსა“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის 2015 წლის 31 მარტს გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმით  განსაზღვრული ჰიდროელექტროსადგურის „ავანი ჰესის“ მშენებლობის მიზნით. 5. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება. პრემიერ-მინისტრი                                                              გიორგი კვირიკაშვილი