სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ენერჯი დეველოფმენტ ჯორჯიასათვის“ აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

მიღების თარიღი 22.11.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №2454
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024824
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/04/2018
matsne.gov.ge 444 სიტყვა · ~2 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „გაზკოსათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 86% 11.10.2017 სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „მტკვარი ჰესისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 86% 14.12.2017 სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ენერგო ინვესტისათვის“ იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 85% 22.11.2017 სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ჰერბიასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 85% 05.10.2017 სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 84% 08.11.2017

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ენერჯი დეველოფმენტ ჯორჯიასათვის“ აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება №2454 2017 წლის 22 ნოემბერი ქ. თბილისი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ენერჯი დეველოფმენტ ჯორჯიასათვის“ აღნაგობის უფლებით გადაცემაზე  თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ 1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, შპს „ენერჯი დეველოფმენტ ჯორჯიას“ (ს/ნ:  №404485188) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 21 500 (ოცდაერთი ათას ხუთასი) ლარად, საკუთრებაში გადაეცეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ მეწიეთში არსებული 5369.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №28.24.25.001) და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ მეწიეთში არსებული 1742.00 კვ.მ  არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი:  №28.24.25.005). 2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს: ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში; ბ) საქართველოს მთავრობას, შპს „ენერჯი დეველოფმენტ ჯორჯიას“, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“, სს „გაერთიანებულ ენერგეტიკულ სისტემა საქრუსენერგოსა“ და შპს „ენერგოტრანსს“ შორის 2016 წლის 29 დეკემბერს გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმით  განსაზღვრული „საშუალა ჰესი 1“ და „საშუალა ჰესი 2“ ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა და ექსპლუატაციაში მიღება. 3.  „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის  მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომ შპს „ენერჯი დეველოფმენტ ჯორჯიას“ (ს/ნ:  №404485188) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 49 (ორმოცდაცხრა) წლის ვადით, წლიურ სარგებლობაში გადაცემის საფასურად − 26 500 (ოცდაექვსი ათას ხუთასი) ლარად, აღნაგობის უფლებით გადასცეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ მეწიეთში არსებული ამ განკარგულების დანართში მითითებული უძრავი ქონება. 4. ამ განკარგულების მე-3 პუნქტით განსაზღვრული უძრავი ქონების სარგებლობაში გადაცემის პირობებად განისაზღვროს: ა) სარგებლობაში გადაცემის საფასურის  − 26 500 (ოცდაექვსი ათას ხუთასი) ლარის გადახდა ყოველწლიურად; ბ) ამ განკარგულების მე-3 პუნქტით განსაზღვრული უძრავი ქონების გამოყენება საქართველოს მთავრობას, შპს „ენერჯი დეველოფმენტ ჯორჯიას“, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“, სს „გაერთიანებულ ენერგეტიკულ სისტემა საქრუსენერგოსა“ და შპს „ენერგოტრანსს“ შორის 2016 წლის 29 დეკემბერს გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმით  განსაზღვრული „საშუალა ჰესი 1“ და „საშუალა ჰესი 2“ ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის მიზნით; გ) შპს „ენერჯი დეველოფმენტ ჯორჯიამ“ (ს/ნ: №404485188)  საქართველოს მთავრობას, შპს „ენერჯი დეველოფმენტ ჯორჯიას“, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“, სს „გაერთიანებულ ენერგეტიკულ სისტემა საქრუსენერგოსა“ და შპს „ენერგოტრანსს“ შორის 2016 წლის 29 დეკემბერს გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმით  განსაზღვრული „საშუალა ჰესი 1“ და „საშუალა ჰესი 2“ ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის დასრულებისა და ექსპლუატაციაში მიღებიდან 3 (სამი) თვის ვადაში მიმართოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს ამავე ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობისათვის გამოუყენებელი მიწის ნაკვეთ(ებ)ზე შპს „ენერჯი დეველოფმენტ ჯორჯიას“ (ს/ნ: №404485188) ამ განკარგულების მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე წარმოშობილი სარგებლობის უფლების შეწყვეტის მოთხოვნით. 5. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება. პრემიერ-მინისტრი                                                                   გიორგი კვირიკაშვილი