ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №27 |
|
2018 წლის 30 მარტი ქ. ნინოწმინდა |
1. მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის;
2. მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის;
3. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი.
1. მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის:
ა) ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის 1.00 ლარის ოდენობით;
ბ) იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ ახალასაშენებელი და სარეაბილიტაციო წყალსადენებისა და წყალარინების მშენებლობის ასევე საკაბელო (ტელეფონი, ინტერნეტი, ელექტროსადენი და ა.შ.) თითოეული გრძივი მეტრისათვის 0.25 ლარის ოდენობით;
გ) განთავისუფლდეს მოსაკრებლის გადახდისაგან სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული ობიექტის მშენებლობა.
2. მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის:
ა) ერთ სულ მოსახლეზე თვეში 0.30 ლარის ოდენობით, ოჯახის წევრთა რაოდენობის მიუხედავად, სულადობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განისაზღვროს 4 სულით; ხოლო სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ 100000-მდე ქულის მქონე ოჯახებისთვის ერთ სულ მოსახლეზე 0.20 ლარის ოდენობით.
ბ) იურიდიული პირების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის 15,00 ლარის ოდენობით ერთ კუბურ მეტრ ნარჩენებზე.
3. სათამაშო ბიზნესის სახეობის მიხედვით დიფერენცირებული სათამაშო ბიზნესის შემდეგი მოსაკრებლის განაკვეთები:
ა) კაზინოს (სამორინეს) თითოეულ სათამაშო მაგიდაზე – კვარტალში 20 000 ლარის ოდენობით;
ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 3000 ლარის ოდენობით;
გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10 პროცენტის ოდენობით;
დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე – კვარტალში 300 000 ლარის ოდენობით;
ე) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე – კვარტალში 3 000 ლარის ოდენობით.
|