სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 02.04.2018
გამომცემი ორგანო თერჯოლის მუნიციპალიტეტი
ნომერი №28
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.126.016270
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/04/2018
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
02.04.2018 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ჯანელიძე | თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და
სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და
მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო
დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო
მოთხოვნების დამტკიცების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №28
2018 წლის 2 აპრილი
ქ. თერჯოლა
სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის ი), ი1) და ი2) ქვეპუნქტების, მე-19 მუხლის, მე-20 მუხლის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და ,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-4 პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტის საფუძველზე, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ,,სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნები” დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ამ დადგენილების 1-ლი მუხლით დამტკიცებული დანართი ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცალკეული დაწესებულებ(ებ)ის (ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდების განმახორციელებელი დაწესებულება) მიერ ავტორიზაციის გავლისთანავე.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენინო ჯანელიძე
სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნები
მუხლი 1🔗.
კვალიფიკაცია და გამოცდილება
1. სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულების (შემდგომში – საჯარო დაწესებულება) დირექტორი უნდა იყოს 21 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე და ფლობდეს სახელმწიფო ენას, ასევე აკმაყოფილებდეს ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ მოთხოვნებს.
2. საჯარო დაწესებულების დირექტორს:
ა) აქვს უმაღლესი განათლება ნებისმიერ დარგში ან უმაღლესი პროფესიული განათლება ადრეული და სკოლამდელი განათლების დარგში ან პროფესიული განათლება აღმზრდელ-პედაგოგის კვალიფიკაციით.
ბ) აქვს დაწესებულებაში/ორგანიზაციაში ადრეული და სკოლამდელი ასაკის ბავშვებთან პრაქტიკული მუშაობის არანაკლებ 1 წლის ან/და მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება.
მუხლი 2🔗.
სამართლებრივი აქტების ცოდნა
1. საჯარო დაწესებულების დირექტორმა უნდა იცოდეს შემდეგი სამართლებრივი აქტები:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ;
გ) „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონი;
დ) „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი;
ე) საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ I, III და VI თავები.
ვ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;
ზ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი;
თ) „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე დამტკიცებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
ი) „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბერის №437 დადგენილება.
მუხლი 3🔗.
სხვა საჭირო ცოდნა და უნარ-ჩვევები
1. საჯარო დაწესებულების დირექტორი უნდა იცნობდეს:
ა) ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურებს;
ბ) ბავშვის ჯანმრთელობის, ჯანსაღი კვების, უსაფრთხოების დაცვის პრინციპებს;
გ) ინკლუზიური განათლების პრინციპებს;
დ) უნივერსალური დიზაინის პრინციპებს;
ე) განათლების ძირითად თეორიებს;
ვ) კვლევის მეთოდებს განათლებაში;
ზ) ადრეული განათლების თავისებურებებს და პრინციპებს;
თ) ორგანიზაციული ქცევის თეორიულ საფუძვლებს;
ი) ლიდერობის თანამედროვე თეორიებს;
კ) სტრატეგიული გეგმის შემუშავების, განხორციელებისა და შეფასების პრინციპებს;
ლ) ფინანსური მართვის საფუძვლებს;
მ) პროექტის შემუშავების და მართვის პრინციპებს.
2 . საჯარო დაწესებულების დირექტორს უნდა შეეძლოს:
ა) ადამიანური რესურსების მართვა;
ბ) მოლაპარაკების წარმოება და ადვოკატირება;
გ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობა;
დ) პრაქტიკული კვლევის დაგეგმვა, განხორციელება, შედეგების ანალიზი;
ე) დაწესებულების მუშაობის ეფექტურობის შეფასება;
ვ) კომპიუტერულ პროგრამებში Word, Excel, Power Point მუშაობა;
ზ) დოკუმენტაციის ელექტრონული ან ბეჭდური ფორმით წარმოება.
მუხლი 4🔗.
საჯარო დაწესებულების დირექტორად მიღების დაუშვებლობა
1. საჯარო დაწესებულების დირექტორად არ მიიღება პირი, თუ:
ა) იგი ნასამართლევია;
ბ) მან არ წარმოადგინა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის მიხედვით ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა, ან წარმოდგენილი ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ადასტურებს მის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტს.