ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 ნოემბრის №46 დადგენილებაში „ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№19
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.144.016334
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/04/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება  №19

2018 წლის 30 მარტი

ქ. ქარელი

 

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 ნოემბრის №46 დადგენილებაში ,,ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლისა და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 ნოემბრის №46 დადგენილებაში,,ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და  ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 03/12/2015, 010250050.35.144.016238):

1. დადგენილების  სათაური   ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ქარელის მუნიციპალიტეტის მერისა და ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“.

2. დადგენილების  1-ლი  მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 1

დამტკიცდეს ქარელის მუნიციპალიტეტის მერისა და ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესი დანართი №1-ის შესაბამისად.“.

3. დადგენილებით დამტკიცებული დანართის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ქარელის მუნიციპალიტეტის მერისა და ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ამომრჩევლებთან  საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის  წესი.“.

4. დადგენილებით  დამტკიცებული დანართის  1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ეს წესი განსაზღვრავს ქარელის მუნიციპალიტეტის მერისა და ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობასა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის პროცედურებს, ვადებს, გამოქვეყნების წესს და სხვა სამართებლივ პირობებს.“.

5. დადგენილებით  დამტკიცებული დანართის  მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 2. მუნიციპალიტეტის მერისა და საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშების მოსმენა

1.ქარელის მუნიციპალიტეტის მერი და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები ვალდებულები არიან, წელიწადში ერთხელ მაინც, არაუგვიანეს 1-ლი ნოემბრისა, მოაწყონ საჯარო შეხვედრები მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან და წარუდგინონ მათ ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ.

2.ქარელის მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულოს წევრები უფლებამოსილნი არიან მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრები მოაწყონ და წარუდგინონ მათ ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ ნებისმიერ დროს, საკუთარი შეხედულებისამებრ, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“

6. დადგენილებით დამტკიცებული დანართის  მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 5. მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა უფლებამოსილება საჯარო განხილვისას

ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  რეგისტრირებულ ამომრჩეველს უფლება აქვს შეუზღუდავად დაესწროს  მუნიციპალიტეტის მერისა  და  მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის  ანგარიშების განხილვას, დასვას შეკითხვა, გამოთქვას საკუთარი შენიშვნები, წინადადებები, შეაფასოს მუნიციპალიტეტის მერისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის საქმიანობა.“

7. დადგენილებით დამტკიცებული დანართის  მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,მუხლი 6.  ამომრჩეველთა  წინასწარი ინფორმირება

მუნიციპალიტეტის მერისა და საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის  ამომრჩევლებთან  საჯარო შეხვედრების მოწყობამდე და მათ მიერ გაწეული  მუშაობის შესახებ ანგარიშის მოსმენამდე ერთი კვირით ადრე მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები უზრუნველყოფენ აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციის განთავსებას მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე, ან/და მუნიციპალიტეტში არსებულ ბეჭვდით ორგანოში,  ან/და სოციალურ ქსელებში.“

8. დადგენილებით დამტკიცებული დანართის  მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 7. საჯარო შეხვედრები

1.ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ამომრჩევლებთან  საჯარო შეხვედრების ტექნიკურ ორგანიზებას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი მერიის შესაბამისი სამსახურების დახმარებით.

2.მუნიციპალიტეტის მერის საჯარო შეხვედრების ტექნიკურ ორგანიზებას უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურები.

3. ქარელის მუნიციპალიტეტის მერისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ამომრჩევლებთან შეხვედრისას დგება ამომრჩევლებთან შეხვედრის ოქმი. ოქმში მითითებული უნდა იყოს ამომრჩევლებთან შეხვედრის თარიღი და ადგილი, ოქმის ნომერი, გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის მოკლე მიმოხილვა და, საჭიროების შემთხვევაში, სხვა ინფორმაცია.

4. საჯარო შეხვედრები შეიძლება ჩატარდეს მუნიციპალიტეტის სხდომათა დარბაზში ან სხვა საჯარო სივრცეში.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეივანე არდემანაშვილი