საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

მიღების თარიღი 22.11.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №2464
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024835
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/04/2018
matsne.gov.ge 168 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 90% 14.12.2017 სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელ რიგ ღონისძიებათა შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 83% 18.12.2017 საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის პროცედურებისა და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 82% 28.12.2018 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 82% 15.01.2015 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 81% 14.07.2016

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება №2464 2017 წლის 22 ნოემბერი ქ. თბილისი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ 1. მუნიციპალური ნარჩენების ეფექტიანი შეგროვების მიზნით, შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ მიერ ზოგიერთი მუნიციპალიტეტისათვის 10 000 (ათი ათასი) ერთეული მუნიციპალური ნარჩენების კონტეინერის შესყიდვის მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამოუყოს 6 000 000 (ექვსი მილიონი) ლარი, შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ კაპიტალის გაზრდის მიზნით. 2. შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ“ უზრუნველყოს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის ინფორმაციის მიწოდება ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული თანხის ხარჯვის თაობაზე ან სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად. 3. ამ განკარგულებით გათვალისწინებული ღონისძიებების დასრულების შემდეგ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ და შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ“ განახორციელონ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები ამავე განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქონლის შესაბამისი მუნიციპალიტეტებისათვის გადაცემის უზრუნველსაყოფად. პრემიერ-მინისტრი                                           გიორგი კვირიკაშვილი.