სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელ რიგ ღონისძიებათა შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განკარგულება №2635
2017 წლის 18 დეკემბერი
ქ. თბილისი
2. „სახელმწიფო სერვისების მიწოდების უზრუნველსაყოფად საჭირო შენობა-ნაგებობის მშენებლობის მიზნით რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 15 აპრილის №624 განკარგულების გათვალისწინებით:
ა) შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიურომ“ (ს/ნ: №404389372) და მის მიერ 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულმა საწარმომ − შპს „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიამ“ (ს/კ: 405007200) განახორციელონ ქ. თბილისში, გულიას ქ. №3ა-ში (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.18.09.004.086) მდებარე მიწის ნაკვეთზე სახელმწიფო სერვისების მიწოდების უზრუნველსაყოფად საჭირო შენობა-ნაგებობის მშენებლობასთან დაკავშირებული, ამ განკარგულების გამოცემამდე შესრულებული სამუშაოების შედეგების სახელმწიფოსათვის გადაცემა;
ბ) სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა უზრუნველყოს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, შესრულებული სამუშაოების შედეგების მიღება-ჩაბარება, სახელმწიფოს სახელით.
3. ეთხოვოს შპს „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიას“, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება ბიზნესსახლის სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების (CPV კოდი: 45300000) შესრულებაზე გამოცხადებული ტენდერის (№DAP170000186) შეწყვეტის მიზნით, ხოლო სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს დაევალოს, აღნიშნული ტენდერის შეწყვეტიდან დაუყოვნებლივ უზრუნველყოს იმავე შესყიდვაზე იმავე პირობებით ახალი ტენდერის გამოცხადება.
4. დაევალოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ამ განკარგულებით გათვალისწინებული ღონისძიებების ნაწილობრივი დაფინანსების მიზნით, „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში განსაზღვრული რესურსის მიმართვა სსიპ − მუნიციპალური განვითარების ფონდის ანგარიშზე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წინადადების საფუძველზე.
5. დაევალოს სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, ხოლო შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიუროსა“ (ს/ნ: №404389372) და მის მიერ 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოს − შპს „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიას“ (ს/კ: 405007200) ეთხოვოთ, კომპეტენციის ფარგლებში, ამ განკარგულებით გათვალისწინებული ღონისძიებების ხელშეწყობის უზრუნველყოფა.
6. დაევალოს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროებს, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყონ, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული 2018 წელს განსახორციელებელი ღონისძიებების დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის შესაბამისი წინადადებების წარდგენა.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი .