„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ბლექ სი რიზორთსისათვის“ აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 მარტის №492 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2180
2016 წლის 7 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ბლექ სი რიზორთსისათვის“ აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 მარტის №492 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ბლექ სი რიზორთსისათვის“ აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 მარტის №492 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 პუნქტის „ა“-„გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) №26.01.45.485 (მიწის (უძრავი ქონების)) საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შპს „ბლექ სი რიზორთსის“ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან ((მიწის (უძრავი ქონების)) საკადასტრო კოდი: №26.01.45.443) დამაკავშირებელი ბეტონისსაფარიანი გზისა და საგუშაგო ჯიხურის (შენობა) მოწყობა, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 30 (ოცდაათი) თვის განმავლობაში;
ბ) №26.01.45.508 (მიწის (უძრავი ქონების)) საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე პლაჟის კეთილმოწყობა და ზღვაში შეჭრილი საცურაო აუზის მოწყობა, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 30 (ოცდაათი) თვის განმავლობაში;
გ) ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების მიზნით, არანაკლებ 10 000 000 (ათი მილიონი) ლარის ინვესტიციის განხორციელება, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 30 (ოცდაათი) თვის განმავლობაში.“.
2. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შპს „ბლექ სი რიზორთსი“ გათავისუფლდეს ამ განკარგულების საფუძველზე შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების გაფორმებამდე, სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შპს „ბლექ სი რიზორთსს“ შორის 2015 წლის 2 აპრილს გაფორმებული აღნაგობის ხელშეკრულების 2.1.1, 2.1.2 და 2.1.3 მუხლებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, ამავე ხელშეკრულების 5.2, 5.3 და 5.4 მუხლების შესაბამისად დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგან.
3. „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ბლექ სი რიზორთსისათვის“ აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 მარტის №492 განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სარგებლობის პირობების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით (მათ შორის, ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის უზრუნველსაყოფად), შპს „ბლექ სი რიზორთსმა“, შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების გაფორმებამდე, სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს წარუდგინოს 800 000 (რვაასი ათასი) ლარის ოდენობის ახალი ან/და ვადაგაგრძელებული უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადა განსაზღვრული იქნება არანაკლებ 2018 წლის 2 თებერვლის ჩათვლით.
4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი