სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელ რიგ ღონისძიებათა შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განკარგულება №2570
2017 წლის 8 დეკემბერი
ქ. თბილისი
2. ეთხოვოთ შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიუროსა“ (ს/ნ: 404389372) და მის შვილობილ საწარმოს შპს „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიას“ (ს/კ: 405007200), განახორციელონ ქ. თბილისში, გორგასლის ქ. №83ა-ში მდებარე უძრავ ქონებაზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.18.09.003.083) ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობის მშენებლობასთან დაკავშირებული შესრულებული სამუშაოების სახელმწიფოსათვის გადაცემა, ხოლო სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს დაევალოს სახელმწიფოს სახელით შესრულებული სამუშაოების ჩაბარება.
3. დაევალოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების ნაწილობრივი დაფინანსების მიზნით, „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში განსაზღვრული რესურსის მიმართვა სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ანგარიშზე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წინადადების საფუძველზე.
4. აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის უწყებებსა და სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში დაევალოთ, ხოლო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას ეთხოვოს ამ განკარგულებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობის უზრუნველყოფა.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელ რიგ ღონისძიებათა შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელ რიგ ღონისძიებათა შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 08.12.2017.
- როდის იქნა მიღებული „სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელ რიგ ღონისძიებათა შესახებ“?
- „სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელ რიგ ღონისძიებათა შესახებ“ მიღებულია 08.12.2017. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №2570. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.025248.
- სად არის „სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელ რიგ ღონისძიებათა შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 08.12.2017 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელ რიგ ღონისძიებათა შესახებ“, №2570, 08.12.2017, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.025248 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.12.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4137360/