წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 7 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (7)
- წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ 29.07.2014
- წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ 29.07.2014
- წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ 29.07.2014
- წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის დებულება 29.07.2014
- წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტიდან გათვალისწინებული სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების განხორცი 29.12.2017
- წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი 24.07.2014
- წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით–ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის დებულების დამტკიცების 29.07.2014
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №15 |
|
2018 წლის 30 მარტი ქ. წალენჯიხა |
„12. ფრაქცია რეგისტრაციამდე თავისი შემადგენლობიდან ირჩევს ფრაქციის თავმჯდომარეს და თავმჯდომარის მოადგილეს (მოადგილეებს). ფრაქციის რეგისტრაციისათვის ფრაქციის თავმჯდომარე მიმართავს საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო და საპროცედურო საკითხთა კომისიას. განცხადებაში აღინიშნება ფრაქციის სახელწოდება, მისი თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილისა და წევრების ვინაობა. განცხადება ხელმოწერილი უნდა იყოს ფრაქციის ყველა წევრის მიერ და მას თან უნდა ერთვოდეს ფრაქციის პოლიტიკური პლატფორმა და წესდება.“
„14. ფრაქციაში ახლი წევრის მიღების, ფრაქციიდან წევრის გასვლის ან გარიცხვის, ფრაქციის პოლიტიკურ პლატფორმაში და/ან წესდებაში ცვლილების, ფრაქციის თავმჯდომარისა და მოადგილის შეცვლის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო და საპროცედურო საკითხთა კომისიას. თუ ფრაქციიდან წევრთა გასვლის ან გარიცხვის შედეგად მასში გაერთიანებული დარჩა საკრებულოს 3 წევრზე ნაკლები, ფრაქცია ითვლება გაუქმებულად, რასაც საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო და საპროცედურო საკითხთა კომისია უახლოეს სხდომაზე აცნობებს საკრებულოს.“
„3. ფრაქციის ხელმძღვანელია ფრაქციის თავმჯდომარე. ფრაქციის თავმჯდომარეს ჰყავს ერთი მოადგილე, ხოლო ფრაქციაში ცხრა ან ცხრაზე მეტი წევრის არსებობის შემთხვევაში, ფრაქციის თავმჯდომარე უფლებამოსილია ჰყავდეს დამატებით ერთი მოადგილე. ფრაქციის თავმჯდომარისა და მოადგილის (მოადგილეების) უფლებამოსილების, არჩევის, გადარჩვევისა და ფრაქციის შიდა ორგანიზაციული საკითხები განისაზღვრება ფრაქციის წესდებით“.
„3. კომისია იქმნება ამ დებულებით დადგენილი საკითხების საკრებულოში წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელშეწყობის, მერისა და მერიის სტრუქტურული ერთეულების, აგრეთვე მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების კონტროლის მიზნით.“.
„3. კომისია იქმნება ამ დებულებით დადგენილი საკითხების საკრებულოში წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელშეწყობის, მერისა და მერიის სტრუქტურული ერთეულების, აგრეთვე მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების კონტროლის მიზნით.“.
„3. კომისია იქმნება ამ დებულებით დადგენილი საკითხების საკრებულოში წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელშეწყობის, მერისა და მერიის სტრუქტურული ერთეულების, აგრეთვე მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების კონტროლის მიზნით.“.
„ბ) განიხილავს და შეიმუშავებს წინადადებებს საკრებულოს რეგლამენტის, საკრებულოს კომისიების, საკრებულოს აპარატის, მერიის და მერიის სტრუქტურული ერთეულების დებულებათა პროექტების და მათში ცვლილებების შეტანის საკითხებზე.“.
„გ) შეიმუშავებს დასკვნებსა და რეკომენდაციებს საკრებულოს სხდომაზე გასატანი სამართლებრივი აქტების პროექტებზე, ამასთან მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების კონტროლისა და შემოწმების შედეგად გამოვლენილ კანონმდებლობის დარღვევებზე.“
„მ) შეიმუშავებს წინადადებებს თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა საკადრო პოლიტიკის განსაზღვრის, სამსახურებრივი ეთიკის, ადამიანური რესურსების მართვის, თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთათვის კონკურსების ჩატარების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების საკითხებზე, კონტროლს უწევს აღნიშნულ სფეროში მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულებას და გასატარებელ ღონისძიებათა განხორციელებას.“.
„ნ) განიხილავს და შეიმუშავებს წინადადებებს ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა საშტატო ნუსხის განსაზღვრის, თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების, მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის, თანამდებობრივი ინსტრუქციების, სამუშაოთა აღწერილობების და ანგარიშების შედგენის, საჯარო მოხელეთა საკონკურსო კომისიის შექმნის შესახებ. აკონტროლებს საკრებულოს მიერ ამ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებების დაცვას და შესრულებას.“.
„3. კომისია იქმნება ამ დებულებით დადგენილი საკითხების საკრებულოში წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელშეწყობის, მერისა და მერიის სტრუქტურული ერთეულების, აგრეთვე მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების კონტროლის მიზნით.“.
„გ) საქართველოს კანონის „საბიუჯეტო კოდექსი“ 78-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში საკრებულოს წარუდგენს დასკვნას საკრებულოს ფრაქციის ან/და საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის არანაკლებ 1/3-ის მიერ ინიცირებული ბიუჯეტის პროექტის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ მერისთვის გაგზავნილ შენიშვნებთან შესაბამისობის შესახებ.“.
„ვ) განიხილავს საქართველოს კანონის „საბიუჯეტო კოდექსის“ 85-ე მუხლის შესაბამისად მერის მიერ მომზადებულ ბიუჯეტის კვარტალურ მიმოხილვას ნაზარდი ჯამით, რომელიც მოიცავს შემოსულობების, გადასახდელების (მათ შორის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი სახსრების), ნაშთის ცვლილებისა და მთლიანი სალდოს მოცულობების შედარებას შესაბამისი პერიოდის გეგმურ მაჩვენებელთან და საკრებულოს წარუდგენს შესაბამის დასკვნებს და რეკომენდაციებს.“.
„მ) განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს დასკვნას მერისთვის თანხმობის მიცემაზე ისეთი გარიგების დადებაზე, რომლის ღირებულება აღემატება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელების 5%-ს.“.
„ო) განიხილავს „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 57-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი აუდიტორული შემოწმების ანგარიშს და დასკვნას, აგრეთვე მერის მიერ წარმოდგენილ ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს, ნიშნავს საკრებულოს სხდომაზე კომისიიდან თანამომხსენებელს ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის დამტკიცებისას;
პ) განიხილავს მერის წინადადებებს მუნიციპალიტეტის დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებების შეუტანლად,საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად, მხარჯავი დაწესებულების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების თაობაზე და საკრებულოს წარუდგენს შესაბამის დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
ჟ) განიხილავს და შეიმუშავებს დასკვნებსა და წინადადებებს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საკრებულოსა და მერიის თანამდებობის პირთა და სხვა საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის თაობაზე.“;
დადგენილებით დამტკიცებული დანართის 1-ლი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. კომისია იქმნება ამ დებულებით დადგენილი საკითხების საკრებულოში წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელშეწყობის, მერისა და მერიის სტრუქტურული ერთეულების, აგრეთვე მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების კონტროლის მიზნით.“.
დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) ცნობა სახელმწიფო განვითარების სააგენტოს წალენჯიხის სამოქალაქო რეესტრის სამსახურიდან ან/და შუამდგომლობა/წერილი იმ ადმინისტრაციული ერთეულის მერის წარმომადგენლისაგან, სადაც ცხოვრობს განმცხადებელი.“.
|