„ვანის მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინასებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად და ბეჭდური ფორმით გამოქვეყნების წესის, პროაქტიულად და ბეჭდური ფორმით გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 4 თებერვლის №5 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№105
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.121.016333
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/04/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №105

2018 წლის 3 აპრილი

ქ. ვანი

 

„ვანის მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინასებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად და ბეჭდური ფორმით გამოქვეყნების წესის, პროაქტიულად და ბეჭდური ფორმით გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 4 თებერვლის N5 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 25-ე მუხლის შესაბამისად,  ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნას ცვლილება „ვანის მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინასებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად და ბეჭდური ფორმით გამოქვეყნების წესის, პროაქტიულად და ბეჭდური ფორმით გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 4 თებერვლის №5 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 09.02.2016 წელი, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.121.016203) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1.  დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვანის მუნიციპალიტეტის ორგანოების და საჯარო დაწესებულებების მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად და ბეჭდური ფორმით გამოქვეყნების წესის, პროაქტიულად და ბეჭდური ფორმით გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“.

2. დადგენილების 1-ლი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1

დამტკიცდეს „ვანის მუნიციპალიტეტის ორგანოების და საჯარო დაწესებულებების მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად და ბეჭდური ფორმით გამოქვეყნების წესი“ დანართი №1-ის შესაბამისად.“.

3. დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2

დამტკიცდეს „ვანის მუნიციპალიტეტის ორგანოების და საჯარო დაწესებულებების მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად და ბეჭდური ფორმით გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხა“ დანართი №2-ის შესაბამისად.“.

4.  ძალადაკარგულად გამოცხადდეს დადგენილების მე-5 მუხლი.

5.  დანართი №1-ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ვანის მუნიციპალიტეტის ორგანოების და საჯარო დაწესებულებების მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად და ბეჭდური ფორმით გამოქვეყნების წესი“.

6. დანართი №1-ის 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. „ვანის მუნიციპალიტეტის ორგანოების და საჯარო დაწესებულებების მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად და ბეჭდური ფორმით გამოქვეყნების წესი“ (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს ვანის მუნიციპალიტეტის ორგანოების და საჯარო დაწესებულებების (შემდგომში - მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებები) მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად და ბეჭდური ფორმით გამოქვეყნების წესს, ფორმას და ადგილს.“

 7. დანართი №1-ის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საკრებულოს მიერ დამტკიცებული ,,ვანის მუნიციპალიტეტის ორგანოების და საჯარო დაწესებულებების მიერ პროაქტიულად და ბეჭდური ფორმით გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხით“ (შემდგომში – ნუსხა) განსაზღვრული საჯარო ინფორმაცია ნებისმიერი პირისთვის თანაბრად ხელმისაწვდომი უნდა იყოს. დაუშვებელია პროაქტიულად ან/და ბეჭდური ფორმით გამოქვეყნებულ საჯარო ინფორმაციის მიღებაზე საფასურის ან/და ნებისმიერი სხვა შეზღუდვის დადგენა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა.“

8.  დანართი №2-ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ვანის მუნიციპალიტეტის ორგანოების და საჯარო დაწესებულებების მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად და ბეჭდური ფორმით გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხა“.

9. დანართი №2-ის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

7. საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ განსაზღვრული გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია

7.1

მუნიციპალიტეტის საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და საკრებულოს ბიუროს სხდომების ოქმები

შესაბამისი სხდომის გამართვიდან 10 დღის ვადაში

7.2

სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომების ოქმები

შესაბამისი სხდომის გამართვიდან 10 დღის ვადაში

7.3

გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომების ოქმები

შესაბამისი სხდომის გამართვიდან 10 დღის ვადაში

7.4

დასახლების საერთო კრების ოქმები

მერიის მიერ შესაბამისი ოქმის ან მისი ასლის მიღებიდან 10 დღის ვადაში

7.5

ინფორმაცია დასახლების საერთო კრების დღის წესრიგის და გამართვის თარიღის, დროისა და ადგილის შესახებ

ინფორმაციის რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში

7.6

მუნიციპალიტეტის მერის და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ გათვალისწინებული ანგარიშები

შესაბამისი ანგარიშის წარდგენიდან 10 დღის ვადაში

7.7

პეტიცია

მისი რეგისტრაციიდან 10 დღის ვადაში

7.8

მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტის ან მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 20 პროცენტის წერილობითი ინიციატივა მერისთვის უნდობლობის გამოცხადების შესახებ

მისი რეგისტრაციიდან 10 დღის ვადაში

“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ლილუაშვილი