საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სს „Novo Nordisk А/S“-ს შორის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ გასაფორმებელ ხელშეკრულებებთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2504
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.024852
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/04/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №250 4

2017 წლის 30 ნოემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სს „Novo Nordisk А/S“-ს შორის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ გასაფორმებელ ხელშეკრულებებთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა თაობაზე

1. „უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 მაისის №139 დადგენილების შესაბამისად, მოწონებულ იქნეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოსა (შემდგომში − სააგენტო) და სს „Novo Nordisk А/S“-ს შორის „დიაბეტის მართვის“ სახელმწიფო პროგრამით (2018 წლის საბიუჯეტო ასიგნებები) გათვალისწინებული ფარმაცევტული პროდუქტის სახელმწიფო შესყიდვის მიზნით განხორციელებული ელექტრონული ტენდერების შედეგად გასაფორმებელი სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებები:

ა) „შაქრიანი დიაბეტით დაავადებული 18 წლის და უფროსი ასაკის პაციენტების მედიკამენტებით უზრუნველყოფის“ კომპონენტი − საშუალო/ხანგრძლივი მოქმედების ინსულინი: ინსულატარდი® ფლაკონი 100 ს.ე. 10 მლ – 185 350 (ას ოთხმოცდახუთი ათას სამას ორმოცდაათი) ფლაკონი; სწრაფი/ხანმოკლე მოქმედების ინსულინი: აქტრაპიდი® ფლაკონი 100 ს.ე. 10 მლ – 175 000 (ას სამოცდათხუთმეტი ათასი) ფლაკონი; CPV კოდი − 33600000 (ელექტრონული ტენდერი − SPA170013485);

ბ) „შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ბავშვთა და მოზარდთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის“ კომპონენტი:

ბ.ა) საშუალო/ხანგრძლივი მოქმედების ინსულინი: ინსულატარდი® პენფილი® 100 ს.ე. 3 მლ – 6 500 (ექვსი ათას ხუთასი) კარტრიჯი; სწრაფი/ხანმოკლე მოქმედების ინსულინი: აქტრაპიდი®პენფილი® 100 ს.ე. 3 მლ – 11 500 (თერთმეტი ათას ხუთასი) კარტრიჯი. CPV კოდი − 33600000 (ელექტრონული ტენდერი − SPA170013481);

ბ.ბ) ხანგრძლივი მოქმედების ინსულინის ანალოგი: ლევემირი პენფილი 100 სე/მლ 3 მლ საინექციო ხსნარი კარტრიჯი − 7 500 (შვიდი ათას ხუთასი) კარტრიჯი. CPV კოდი − 33600000 (ელექტრონული ტენდერი − SPA170013487);

ბ.გ) ხანმოკლე მოქმედების ინსულინის ანალოგი: ნოვორაპიდი პენფილი 100 სე/მლ 3 მლ საინექციო ხსნარი კარტრიჯი − 12 000 (თორმეტი ათასი) კარტრიჯი. CPV კოდი − 33600000 (ელექტრონული ტენდერი − SPA170014000).

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტის ფარგლებში გასაფორმებელ/გაფორმებულ სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებებში ისეთი სახის ცვლილებების/დაზუსტებების შეტანა, რომლებიც არ უკავშირდება ხელშეკრულების მოშლის პირობების ან ხელშეკრულებაში გამოსაყენებელ სამართლად უცხო ქვეყნის სამართლის ან/და დავების გადაწყვეტის მექანიზმად საერთაშორისო არბიტრაჟის ან უცხო ქვეყნის სასამართლოს საკითხებს, არ საჭიროებს დამატებით საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებას.

3. სააგენტოს დაერთოს ნება, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულებების ფარგლებში, სათანადო საქონლის 2017 წელს მოწოდების შემთხვევაში, საქონლის ღირებულების ანაზღაურება განახორციელოს ჯანმრთელობის დაცვის შესაბამისი სახელმწიფო პროგრამის 2018 წლის ასიგნებებიდან.

 

პრემიერ-მინისტრი                              გიორგი კვირიკაშვილი