„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი შინაური ცხოველების (ძაღლები და კატები) მოვლა–პატრონობის და მათი მართვის წესის დამტკიცების შესახებ “ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №62 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №12 |
|
2018 წლის 2 აპრილი დაბა ჩხოროწყუ
|
„მუხლი 5. მეპატრონის უფლებები ცხოველის შენახვასა და მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით
1. ფიზიკურ ან იურიდიულ პირს უფლება აქვს შეიძინოს – იყიდოს/იჩუქოს, აიყვანოს თავშესაფრიდან/ქუჩიდან, ან მიიღოს მემკვიდრეობით/ანდერძით ცხოველი ემოციური, ესთეტიკური და/ან პრაქტიკული მიზნებისათვის.
2. მეპატრონეს უფლება აქვს მოაშენოს ცხოველები არაკომერციული ან კომერციული მიზნით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. რეგისტრირებული ცხოველი წარმოადგენს მეპატრონის საკუთრებას.
4. მეპატრონე ვალდებულია უზრუნველყოს ცხოველის ისეთი შენახვა და მოვლა-პატრონობა, რომელიც შესაბამისობაშია კონკრეტული ჯიშის ცხოველის ბიოლოგიურ და ეკოლოგიურ თავისებურებებთან.
5. მეპატრონე ვალდებულია დაიცვას ცხოველის ყოლასთან დაკავშირებული შემდეგი პირობები:
ა) ცხოველის ყოლა დაშვებულია ფიზიკური პირისთვის იზოლირებულ ბინაში ან ინდივიდუალურ (საკარმიდამო) ტერიტორიაზე;
ბ) მეპატრონე ვალდებულია დაარეგისტრიროს საამისოდ უფლებამოსილ ვეტერინარულ სამკურნალოებში, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით 1 თვის ასაკიდან და მიიღოს სარეგისტრაციო მოწმობა და ცხოველის პირადი ნომერი. საცხოვრებელი ადგილის შეცვლისას აუცილებელია შესაბამისი ცვლილებების შეტანა სარეგისტრაციო მონაცემებში;
გ) ჭარბი აგრესიულობის ჯიშების ძაღლების ყოლა დაშვებულია მხოლოდ მეპატრონის მიერ ამგვარი ძაღლის წვრთნისა და მოვლა-პატრონობის თაობაზე ტექნიკური მინიმუმის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის არსებობის შემთხვევაში, რომელსაც გასცემს უფლებამოსილი ორგანო ცხოველთა დაცვის არასამთავრობო ორგანიზაციასთან შეთანხმებით;
დ) აუცილებელია ცხოველის წელიწადში ერთხელ მაინც ვეტერინარულ დაწესებულებაში გასინჯვა, იმუნიზაცია და სამკურნალო-პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარება;
ე) მეპატრონე ვალდებულია არ დაუშვას ცხოველის მიერ საზოგადოებრივი სივრცის დაბინძურება და აალაგოს ცხოველის ექსკრემენტები;
ვ) ცხოველების ამა თუ იმ მიზეზით შემდგომი მოვლა-პატრონობის შეუძლებლობის შემთხვევაში (პატრონის გარდაცვალების ან სხვა ობიექტური მიზეზების გამო) დაინტერესებულ პირს უფლება აქვს გადაიბაროს, გააჩუქოს ან სხვა შემთხვევაში ჩააბაროს ის ცხოველთა თავშესაფარში;
ზ) ცხოველის დაავადების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის ვეტერინარულ დაწესებულებას;
თ) ცხოველის სიკვდილის შესახებ სათანადო ზომების მისაღებად დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის ვეტერინარულ დაწესებულებას;
ი) აანაზღაუროს მისი ცხოველის მიერ მიყენებული ზარალი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
კ) ჭარბი აგრესიულობის მქონე ჯიშის ძაღლების გასეირნება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში დასაშვებია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
ლ) ცხოველის მიერ ადამიანისთვის ფიზიკური ზიანის (დაკბენა, დაკაწვრა), მიყენების შემთხვევაში მეპატრონე ვალდებულია წარმოადგინოს ცხოველის ვეტერინარული პასპორტი და საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს დაზარალებულის სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანა;
მ) ძაღლის ლეშის გაუვნებელყოფა დასაშვებია მხოლოდ ბიოთერმულ ორმოსა და კრემატორიუმის მეშვეობით;
ნ) აკრძალულია ცხოველთა ბრძოლების თუ სხვა ამგვარი ქმედებების ორგანიზება და ჩატარება, რომლებიც უშვებს სისასტიკეს ცხოველთა მიმართ. ამგვარი ქმედებების ორგანიზატორთა მიმართ მოქმედებს კანონი – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლი;
ო) მეპატრონისათვის ცხოველის ჩამორთმევა დაიშვება სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში: მეპატრონის მიერ ცხოველისადმი სასტიკი ქმედების შემთხვევაში, ასევე შესაბამისი მოვლა-პატრონობის პირობების დარღვევისათვის ცხოველთა დაცვის (არასამთავრობო ორგანიზაციის) შეტყობინების საფუძველზე შესაბამისი ორგანო (პოლიცია) დაუყონებლივ ჩამოართმევს ცხოველს მეპატრონეს და გადასცემს თავშესაფარს. ამ შემთხვევაში მეპატრონეს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს, ცხოველის უკან დაბრუნების მიზნით.“.
|