საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე

მიღების თარიღი 11.10.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №2145
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024887
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/04/2018
matsne.gov.ge 241 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულება 96% 18.05.2017 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულება 96% 19.10.2017 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულება 95% 19.11.2015 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულება 94% 08.11.2017 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულება 93% 01.06.2015

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულება №2145 2017 წლის 11 ოქტომბერი ქ. თბილისი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე 1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მიეცეს თანხმობა, რომ ფიზიკურ პირ დავით გოგინაშვილს (პ/ნ 01031000867) საკუთრებაში გადასცეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ბაკურიანში, ცეკავშირის მიმდებარედ არსებული 1716 კვ. მ სასოფლო-სამეურნეო (სათიბი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №64.30.07.337) დავით გოგინაშვილის საკუთრებაში არსებული, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა ბაკურიანში, ცეკავშირის მიმდებარედ არსებული 1713 კვ. მ სასოფლო-სამეურნეო (სათიბი) დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №64.30.07.322) უფლებრივი ტვირთისაგან, მათ შორის, მესამე პირ(ებ)ის იპოთეკის უფლებისაგან თავისუფალ მდგომარეობაში  სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის სანაცვლოდ, იმ პირობით, რომ დავით გოგინაშვილი სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 21 სექტემბრის №005486617 და 2017 წლის 25 ივლისის №004268117 დასკვნებით დადგენილ, ამ პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულებებს შორის არსებულ სხვაობას (255 (ორას ორმოცდათხუთმეტი) ლარს) გადაიხდის შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში. 2.  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება. პრემიერ-მინისტრი                                                                                            გიორგი კვირიკაშვილი.