საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე

მიღების თარიღი 30.11.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №2515
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024884
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/04/2018
matsne.gov.ge 290 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულება 95% 19.10.2017 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულება 93% 19.11.2015 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულება 93% 11.10.2017 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულება 92% 18.05.2017 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულება 87% 27.07.2017

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულება №2515 2017 წლის 30 ნოემბერი ქ. თბილისი  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე 1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მიეცეს თანხმობა, რომ შპს „დიტა 94“-ს (ს/კ:  219992364) საკუთრებაში გადასცეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქალაქ ზუგდიდში, ნიკოლაძის ქ. №3-ში მდებარე 172 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №43.31.48.338) შპს „დიტა 94“-ის საკუთრებაში არსებული, ქალაქ ზუგდიდში, მარცხენა სანაპიროს ქუჩაზე მდებარე 172 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №43.31.55.360) უფლებრივი ტვირთისაგან, მათ შორის, მესამე პირ(ებ)ის იპოთეკის უფლებისაგან თავისუფალ მდგომარეობაში  სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის სანაცვლოდ. 2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული უძრავი ქონების გაცვლის პირობებად განისაზღვროს: ა) შპს „დიტა 94“-ის მიერ სსიპ − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 28 თებერვლის №001131017 და 2016 წლის 16 აგვისტოს №004865816 დასკვნებით დადგენილი,  ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებებს შორის არსებული სხვაობის − 8600 (რვა ათას ექვსასი) ლარის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში; ბ)  შპს „დიტა 94“-ის მხრიდან სახელმწიფოსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიმართ ქალაქ ზუგდიდში, მარცხენა სანაპიროს ქუჩაზე მდებარე 172 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთთან (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №43.31.55.360) დაკავშირებით ქონებრივი ან სხვა სახის ზიანის ანაზღაურებაზე, ასევე ყოველგვარ მოთხოვნაზე, საჩივარზე, სარჩელზე უარის თქმა როგორც საქართველოს საერთო სასამართლოებში, ისე ნებისმიერი სხვა ქვეყნის, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ან/და არბიტრაჟში. 3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება. პრემიერ-მინისტრი                                                                გიორგი კვირიკაშვილი