სსიპ – ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრსა და ევროკავშირს (წარმოდგენილს საქართველოში ევროკომისიის სახით) შორის საგრანტო ხელშეკრულების მოწონების შესახებ
მიღების თარიღი 01.12.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №2521
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024918
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/04/2018
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
01.12.2017 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
სსიპ – საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მიერ გასაფორმებელი საგრანტო ხელშეკრულების მოწონების შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ გასაფორმებელი საგრანტო ხელშეკრულების შესახებ სსიპ - ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრსა და ევროკავშირს (წარმოდგენილი საქართველოში ევროკომისიის სახით) შორის საგრანტო ხელშეკრულების მოწონების შესახებ „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების (შიდასახელმწიფოებრივი გზების აქტივების მართვის პროექტი)“ რატიფიცირების თაობაზე შეთანხმება ევროკავშირსა და საქართველოს შორის საგადასახადო სფეროში თანამშრომლობის მიზნით, ევროკავშირის „საგადასახადო პროგრამაში“ საქართველოს მონაწილეობის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
სსიპ – ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრსა და ევროკავშირს (წარმოდგენილს საქართველოში ევროკომისიის სახით) შორის საგრანტო ხელშეკრულების მოწონების შესახებ
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2521
2017 წლის 1 დეკემბერი
ქ. თბილისი
სსიპ – ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრსა და ევროკავშირს (წარმოდგენილს საქართველოში ევროკომისიის სახით) შორის საგრანტო ხელშეკრულების მოწონების შესახებ
1. „აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულებებისა და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გრანტებთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 მარტის №126 დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, მოწონებულ იქნეს სსიპ – ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრსა და ევროკავშირს (წარმოდგენილს საქართველოში ევროკომისიის სახით) შორის საგრანტო ხელშეკრულება „ევროპული სკოლის საზაფხულო ბანაკი 2018“-ის მოწყობის თაობაზე.
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საგრანტო ხელშეკრულებაში შესაბამისი პირობების დაზუსტება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ან საგრანტო ხელშეკრულების მოქმედებასთან დაკავშირებული სხვა საკითხების კორექტირება, გარდა გრანტის მიღების მიზნის, მოცულობისა და სახსრების (ფულადი თუ ნატურალური ფორმით) გამოყენების კონკრეტული მიმართულების ცვლილებისა, მის ხელმოწერამდე ან ხელმოწერის შემდგომ გადაწყდეს ხელშეკრულების მხარეთა შეთანხმებით, საქართველოს მთავრობასთან დამატებითი შეთანხმების გარეშე.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი