შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ გასაფორმებელი საგრანტო ხელშეკრულების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განკარგულება №2568
2017 წლის 8დეკემბერი
ქ. თბილისი
1. „სახელმწიფო სტრატეგიის ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ − ჩართულობა თანამშრომლობის გზით დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 27 იანვრის №107 განკარგულებით დამტკიცებული №1 დანართის IV თავის (სტრატეგიის მიზნები) პირველი პუნქტისა და „ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ივლისის №885 განკარგულებით დამტკიცებული №1 დანართის (ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმა) IV თავის (ჩართულობის ინსტრუმენტები) პირველი პუნქტის შესაბამისად, მოწონებულ იქნეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განვითარების პროგრამას (UNDP) შორის გასაფორმებელი საგრანტო ხელშეკრულება.
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საგრანტო ხელშეკრულებაში შესაბამისი პირობების დაზუსტება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ან საგრანტო ხელშეკრულების მოქმედებასთან დაკავშირებული სხვა საკითხების კორექტირება მის ხელმოწერამდე ან ხელმოწერის შემდეგ გადაწყდეს ხელშეკრულების მხარეთა შეთანხმებით, საქართველოს მთავრობასთან დამატებით შეთანხმების გარეშე.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი