საქართველოს მთავრობასა და საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლობას შორის დასადები ხელშეკრულების სტანდარტული წერილისა და შეთანხმების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№239
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.023067
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 21/02/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №23 9

2017 წლის 13 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობასა და საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლობას შორის დასადები ხელშეკრულების სტანდარტული წერილისა და შეთანხმების თაობაზე

1. მოწონებულ იქნეს საქართველოს მთავრობასა და საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლობას შორის დასადები „ხელშეკრულების სტანდარტული წერილი“ და შეთანხმება „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“.

2. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის საფუძველზე, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებს საქართველოს მთავრობის სახელით ხელი მოაწეროს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა მაია ცქიტიშვილმა.

3. ამ განკარგულების პირველი პუნქტის ფარგლებში გასაფორმებელ/გაფორმებულ დოკუმენტებში ისეთი სახის ცვლილებების/დაზუსტებების შეტანა, რომლებიც არ უკავშირდება ხელშეკრულების მოშლის პირობების ან ხელშეკრულებაში გამოსაყენებელ სამართლად უცხო ქვეყნის სამართლის ან/და დავების გადაწყვეტის მექანიზმად საერთაშორისო არბიტრაჟის ან უცხო ქვეყნის სასამართლოს საკითხებს, არ საჭიროებს დამატებით საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებას.

პრემიერ-მინისტრი                                                 გიორგი კვირიკაშვილი