ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განსახლების სამოქმედო გეგმის განხორციელების ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა გატარების შესახებ

მიღების თარიღი 19.10.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №2191
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024945
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/04/2018
matsne.gov.ge 248 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განსახლების სამოქმედო გეგმის განხორციელების ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 85% 07.07.2017 ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთების განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 83% 15.10.2019 ყაზბეგის მუნიციპალიტეტში გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთების განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 83% 07.09.2017 ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთების განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 82% 13.03.2020 გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე გეგმარებითი არეალის განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 82% 15.11.2022

დოკუმენტის ტექსტი

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განსახლების სამოქმედო გეგმის განხორციელების ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა გატარების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება №2191 2017 წლის 19 ოქტომბერი ქ. თბილისი ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განსახლების სამოქმედო გეგმის განხორციელების ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა გატარების  შესახებ 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, მოწონებულ იქნეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განსახლების სამოქმედო გეგმის განხორციელების ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა  შესახებ, რომლის თანახმად: ა) „ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განსახლების პოლიტიკის სახელმძღვანელო − ჩარჩოდოკუმენტისა და განსახლების სამოქმედო გეგმის მოწონებისა და შესაბამისი ღონისძიებების გატარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 13 თებერვლის №247 განკარგულებით მოწონებულ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განსახლების პოლიტიკის სახელმძღვანელო − ჩარჩოდოკუმენტსა და განსახლების სამოქმედო გეგმაში იმპლემენტატორ ორგანიზაციად ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განსახლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული გარე მონიტორინგისა  და განხორციელების შემდგომი ანგარიშის ნაწილში (თავები: 9.2 და 9.3) განისაზღვრება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო; ბ) „ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განსახლების პოლიტიკის სახელმძღვანელო − ჩარჩოდოკუმენტისა და განსახლების სამოქმედო გეგმის მოწონებისა და შესაბამისი ღონისძიებების გატარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 13 თებერვლის №247 განკარგულებით მოწონებული ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განსახლების პოლიტიკის სახელმძღვანელო − ჩარჩოდოკუმენტითა და განსახლების სამოქმედო გეგმით განსაზღვრული განსახლებისა და პროექტის ზემოქმედების ქვეშ მყოფი პირის მიერ მიწის ნაკვეთის გათავისუფლების განხორციელების ვადა განისაზღვრება 2017 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით. 2. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა  − სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყონ შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება. პრემიერ-მინისტრი                                       გიორგი კვირიკაშვილი.