ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განსახლების სამოქმედო გეგმის განხორციელების ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1423
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.024151
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/07/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1423 

2017  წლის  7  ივლისი  

ქ. თბილისი

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განსახლების სამოქმედო გეგმის განხორციელების ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ

1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, შპს „დისტანციური ზონდირებისა და გეოინფორმაციული სისტემების საკონსულტაციო ცენტრ გეოგრაფიკთან“ (ს/კ: 204920309) 2016 წლის 16 მარტს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №50 ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების შეძენის ვადა გაგრძელდეს 2017 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით. 

2. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, მოწონებულ იქნეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია, რომლის თანახმად, „ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განსახლების პოლიტიკის სახელმძღვანელო – ჩარჩოდოკუმენტისა და განსახლების სამოქმედო გეგმის მოწონებისა და შესაბამისი ღონისძიებების გატარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 13 თებერვლის №247 განკარგულებით მოწონებული ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განსახლების პოლიტიკის სახელმძღვანელო – ჩარჩოდოკუმენტითა და განსახლების სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელების ვადა ამ განკარგულების დანართით განსაზღვრულ არეალში არსებული მიწის ნაკვეთების მიმართ 2017 წლის 30 ივნისის ნაცვლად განისაზღვრება 2017 წლის 1 სექტემბრის ჩათვლით, ხოლო სხვა ნაკვეთების მიმართ – 2017 წლის 30 ივნისის ნაცვლად განისაზღვრება 2017 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით.

 

პრემიერ-მინისტრი                                     გიორგი კვირიკაშვილი

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განსახლების სამოქმედო გეგმის განხორციელების ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განსახლების სამოქმედო გეგმის განხორციელების ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 07.07.2017.
როდის იქნა მიღებული „ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განსახლების სამოქმედო გეგმის განხორციელების ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ“?
„ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განსახლების სამოქმედო გეგმის განხორციელების ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ“ მიღებულია 07.07.2017. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1423. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.024151.
სად არის „ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განსახლების სამოქმედო გეგმის განხორციელების ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 07.07.2017 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განსახლების სამოქმედო გეგმის განხორციელების ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ“, №1423, 07.07.2017, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024151 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.07.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3749839/