2018 წელს სტანდარტული პერსონალური და სტანდარტული პორტაბელური/სატარებელი კომპიუტერების სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერების მეშვეობით განხორციელების თაობაზე

მიღების თარიღი 04.12.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №2529
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024944
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/04/2018
matsne.gov.ge 617 სიტყვა · ~3 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

2015 წელს სტანდარტული პერსონალური და სტანდარტული პორტაბელური/სატარებელი კომპიუტერების სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერების საშუალებით განხორციელების თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულება 90% 03.12.2014 2016 წელს სტანდარტული პერსონალური და სტანდარტული პორტაბელური/სატარებელი კომპიუტერების სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერების საშუალებით განხორციელების თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულება 89% 03.12.2015 2017 წელს სტანდარტული პერსონალური და სტანდარტული პორტაბელური/სატარებელი კომპიუტერების სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერების საშუალებით განხორციელების თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულება 89% 08.11.2016 2018 წელს A4 ფორმატის საბეჭდი ქაღალდის სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერების საშუალებით განხორციელების თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულება 82% 04.12.2017 კომპიუტერული უზრუნველყოფის დროებითი სამსახურის შექმნის შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის დადგენილება 81% 07.06.2016

დოკუმენტის ტექსტი

2018 წელს სტანდარტული პერსონალური და სტანდარტული პორტაბელური/სატარებელი კომპიუტერების სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერების მეშვეობით განხორციელების თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულება №2529 2017 წლის 4 დეკემბერი ქ. თბილისი 2018 წელს სტანდარტული პერსონალური და სტანდარტული პორტაბელური/სატარებელი კომპიუტერების სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერების მეშვეობით განხორციელების თაობაზე შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ 2018 წლის განმავლობაში დაგეგმილი სტანდარტული პერსონალური და სტანდარტული პორტაბელური/სატარებელი კომპიუტერების სახელმწიფო შესყიდვების შესახებ მოწოდებული ინფორმაციისა და სტანდარტული პერსონალური და სტანდარტული პორტაბელური/სატარებელი კომპიუტერების 2013, 2014, 2015, 2016 და 2017 წლების კონსოლიდირებული ტენდერებისა და მათი შედეგების ანალიზის გათვალისწინებით: 1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 20​2 მუხლის შესაბამისად, 2018 წელს სტანდარტული პერსონალური და სტანდარტული პორტაბელური/სატარებელი კომპიუტერების სახელმწიფო შესყიდვის განსახორციელებლად, ჩატარდეს კონსოლიდირებული  ტენდერები სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით. 2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 19​1 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, 2018 წელს სტანდარტული პერსონალური და სტანდარტული პორტაბელური/სატარებელი კომპიუტერების სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებულ ტენდერებში სატენდერო წინადადების წარდგენისათვის განისაზღვროს საფასური 2000 ლარის ოდენობით. იმ შემთხვევაში, თუ კონსოლიდირებული ტენდერი შეწყდება ან დასრულდება უარყოფითი შედეგით, აღნიშნულიდან არა უგვიანეს 60 კალენდარული დღის განმავლობაში, განმეორებით გამოცხადებულ კონსოლიდირებულ ტენდერში შეწყვეტილ ან უარყოფითი შედეგით დასრულებულ კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტისთვის სატენდერო წინადადების წარდგენის საფასური განისაზღვროს 200 ლარის ოდენობით. 3. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ უზრუნველყოს სტანდარტული პერსონალური და სტანდარტული პორტაბელური/სატარებელი კომპიუტერების 2018 წლის კონსოლიდირებული ტენდერების სატენდერო დოკუმენტაციების მომზადება და კონსოლიდირებული ტენდერების ჩატარებისათვის კანონმდებლობით დადგენილი სხვა აუცილებელი სამართლებრივი და ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელება. 4. სტანდარტული პერსონალური და სტანდარტული პორტაბელური/სატარებელი კომპიუტერების 2018 წლის კონსოლიდირებული ტენდერების ჩატარებისა და მათი შემდგომი ადმინისტრირების, ასევე კონსოლიდირებული ტენდერებითა და ტენდერების ფარგლებში დადებული შესყიდვის ხელშეკრულებებით განსაზღვრული უფლება-მოვალეობების შესრულების მონიტორინგის განხორციელების მიზნით, შეიქმნას სტანდარტული პერსონალური და სტანდარტული პორტაბელური/სატარებელი კომპიუტერების 2018 წლის კონსოლიდირებული ტენდერების სატენდერო კომისია, დამტკიცდეს მისი თანდართული შემადგენლობა და საქმიანობის  წესი. პრემიერ-მინისტრი                                                            გიორგი კვირიკაშვილი სტანდარტული პერსონალური და სტანდარტული პორტაბელური/სატარებელი კომპიუტერების 2018 წლის კონსოლიდირებული ტენდერების სატენდერო კომისიის  შემადგენლობა და საქმიანობის წესი 1. სტანდარტული პერსონალური და სტანდარტული პორტაბელური/ სატარებელი კომპიუტერების 2018 წლის კონსოლიდირებული ტენდერების სატენდერო კომისია  (შემდგომში – სატენდერო  კომისია) შექმნილია სტანდარტული პერსონალური და სტანდარტული პორტაბელური/ სატარებელი კომპიუტერების 2018 წლის კონსოლიდირებული ტენდერების ჩატარებისა და მათი შემდგომი ადმინისტრირების,  ასევე კონსოლიდირებული ტენდერებითა და ტენდერების ფარგლებში დადებული შესყიდვის ხელშეკრულებებით განსაზღვრული უფლება-მოვალეობების შესრულების მონიტორინგის განხორციელების მიზნით. 2. სატენდერო კომისიის შემადგენლობაში შედიან: ილია ბეგიაშვილი – საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადმინისტრაციული მართვის დეპარტამენტის უფროსი, სატენდერო კომისიის თავმჯდომარე; ლევან რაზმაძე – სსიპ − სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე, სატენდერო კომისიის წევრი; ნოდარ ხადური  − სსიპ − კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, სატენდერო კომისიის წევრი; გიორგი თაბუაშვილი − საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, სატენდერო კომისიის წევრი; ლევან კაკავა – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, სატენდერო კომისიის წევრი; ირმა ქავთარაძე − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, სატენდერო კომისიის წევრი; გიორგი ბუთხუზი − საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, სატენდერო კომისიის წევრი; ვასილ ჯანჯღავა − საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი, სატენდერო კომისიის წევრი. 3. სატენდერო კომისიას ხელმძღვანელობს სატენდერო კომისიის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – თავმჯდომარის დავალებით, სატენდერო კომისიის ერთ-ერთი წევრი. 4. სატენდერო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება სატენდერო კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. სატენდერო კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება კომისიის დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ სიითი შემადგენლობის ხუთი წევრისა. სატენდერო კომისიის სხდომა ტარდება საჭიროებისამებრ.  5. სატენდერო კომისიის მიერ სხდომაზე მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელიც შესაძლებელია შეთანხმდეს  როგორც ელექტრონული, ასევე მატერიალური ფორმით, რომელსაც ხელს აწერს კომისიის ყველა დამსწრე წევრი. კომისიის წევრთა ხელმოწერა არ არის სავალდებულო იმ შემთხვევაში, თუ ოქმი თანხმდება ელექტრონული ფორმით. 6. სატენდერო კომისიის სხდომის ოქმის შეთანხმება ელექტრონული ფორმით ხორციელდება შემდეგი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით: comp2018@spa.gov.ge. აღნიშნული ელექტრონული ფოსტის მეშვეობით წარდგენილი კორესპონდენცია წარმოადგენს იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტებს.  7. სატენდერო კომისიის წევრი, რომელიც არ ეთანხმება სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებას, უფლებამოსილია, წერილობით წარადგინოს თავისი აზრი, რომელიც უნდა დაერთოს სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებას. 8. სატენდერო კომისიის მიერ გადაწყვეტილება იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც არ საჭიროებს კომისიის სხდომის მოწვევას, შესაძლებელია, მიღებულ იქნეს შემდეგი ელექტრონული ფოსტის −  comp2018@spa.gov.ge მეშვეობით. აღნიშნული ელექტრონული ფოსტის მეშვეობით წარდგენილი კორესპონდენცია წარმოადგენს იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტებს.  9. სატენდერო კომისიის ორგანიზაციულ საქმიანობას უზრუნველყოფს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო.