სსიპ – საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მიერ გასაფორმებელი საგრანტო ხელშეკრულების მოწონების შესახებ

მიღების თარიღი 05.12.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №2537
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024972
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/04/2018
matsne.gov.ge 156 სიტყვა · ~1 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს მთავრობის განკარგულება №2537 2017 წლის 5 დეკემბერი ქ. თბილისი საქართველოს მთავრობის განკარგულება №2537
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

სსიპ – ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრსა და ევროკავშირს (წარმოდგენილს საქართველოში ევროკომისიის სახით) შორის საგრანტო ხელშეკრულების მოწონების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 87% 01.12.2017 სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სს „ენერგო-პრო ჯორჯიასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 78% 08.11.2017 საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის 2015 წლის 12 მაისის საგრანტო ხელშეკრულების (ქვემო ქართლის მყარი ნარჩენების პროექტი) №1 ცვლილების შეთანხმება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 76% 07.06.2024 „2017 წლის 17 ივლისის „საქართველოს მთავრობასა და არაბთა გაერთიანებული საემიროების მთავრობას შორის დიპლომატიური და სპეციალური/სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლის შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ ნოტების გაცვლის გზით დადებული შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 76% 27.05.2022 შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ გასაფორმებელი საგრანტო ხელშეკრულების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 76% 08.12.2017

დოკუმენტის ტექსტი

სსიპ – საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მიერ გასაფორმებელი საგრანტო ხელშეკრულების მოწონების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება №2537 2017 წლის 5 დეკემბერი ქ. თბილისი სსიპ – საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მიერ გასაფორმებელი საგრანტო ხელშეკრულების მოწონების შესახებ 1. „აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულებებისა და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გრანტებთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 მარტის  №126 დადგენილების საფუძველზე, მოწონებულ იქნეს სსიპ – საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდსა და ევროკომისიის განათლების, აუდიოვიზუალური და კულტურის აღმასრულებელ სააგენტოს შორის გასაფორმებელი საგრანტო ხელშეკრულება, პროექტის – „სოციალური მეწარმეობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდების სოციალური ინტეგრაციისთვის“ განხორციელების თაობაზე. 2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საგრანტო ხელშეკრულებაში შესაბამისი პირობების დაზუსტება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ან საგრანტო ხელშეკრულების მოქმედებასთან დაკავშირებული სხვა საკითხების კორექტირება, გარდა გრანტის მიღების მიზნის, მოცულობისა და სახსრების (ფულადი თუ ნატურალური ფორმით) გამოყენების კონკრეტული მიმართულების ცვლილებისა, მის ხელმოწერამდე ან ხელმოწერის შემდგომ გადაწყდეს ხელშეკრულების მხარეთა შეთანხმებით, საქართველოს მთავრობასთან დამატებით შეთანხმების გარეშე. პრემიერ-მინისტრი                                       გიორგი კვირიკაშვილი.