GG-P-SAE ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი გრანტის „ჭარბი თავდაცვითი საქონლის გრანტის თაობაზე“ ხელშეკრულების დამატება 1-თან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების შესახებ
მიღების თარიღი 07.12.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №2541
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024997
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/04/2018
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
07.12.2017 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს მთავრობის განკარგულება №2541 2017 წლის 7 დეკემბერი ქ. თბილისი | საქართველოს მთავრობის განკარგულება №2541 |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
GG-P-SAD ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი გრანტის, GG-P-SAE ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი გრანტის „ჭარბი თავდაცვითი საქონლის გრანტის თაობაზე“ და მათთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების შესახებ GG-P-SAD ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი გრანტის მოდიფიკაცია 1-ისა და GG-P-SAE ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი გრანტის „ჭარბი თავდაცვითი საქონლის გრანტის თაობაზე“ ხელშეკრულების დამატება 1-ით განსაზღვრული საქონლისა და მომსახურების მიღებასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელების შესახებ GG-B-UDC ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი გრანტის შესახებ GG-B-UBR ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი გრანტის ხელშეკრულების დამატება 8-ის შესახებ GG-B-UDB ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი გრანტის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
GG-P-SAE ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი გრანტის „ჭარბი თავდაცვითი საქონლის გრანტის თაობაზე“ ხელშეკრულების დამატება 1-თან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების შესახებ
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2541
2017 წლის 7 დეკემბერი
ქ. თბილისი
GG-P-SAE ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი გრანტის „ჭარბი თავდაცვითი საქონლის გრანტის თაობაზე“ ხელშეკრულების დამატება 1-თან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების შესახებ
1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განახორციელოს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობისგან „GG-P-SAE ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი გრანტის „ჭარბი თავდაცვითი საქონლის გრანტის თაობაზე“ ხელშეკრულების დამატება 1“-ით გათვალისწინებული საქონლისა და მომსახურების შესყიდვა, შემდგომში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციისათვის გადაცემის მიზნით.
2.„გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებით დამტკიცებული „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის“ მე-10 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, „GG-P-SAE ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასთან გასაფორმებელი „ჭარბი თავდაცვითი საქონლის გრანტის თაობაზე“ ხელშეკრულების დამატება 1“-ის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების მხარე გათავისუფლდეს ამავე წესის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით, მე-11 მუხლის პირველი და 11 პუნქტებით, მე-12 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებითა და მე-13 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისგან.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.