საქართველოს მთავრობას, სს „ონი კასკადს“, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასა“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის 2015 წლის 16 ივლისს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ

მიღების თარიღი 07.12.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №2547
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.025015
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/04/2018
matsne.gov.ge 210 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს მთავრობას, სს „ონის კასკადს“, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასა“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის 2015 წლის 16 ივლისს დადებულ ურთიერთგაგების მემორანდუმში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულება 87% 15.04.2016 ქართლის ქარის ელექტროსადგურის მშენებლობასთან, ფლობასა და ოპერირებასთან დაკავშირებული შეთანხმებისა და ხელშეკრულებების დადების თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულება 87% 31.03.2016 საქართველოს მთავრობას, შპს „გოტა 21-ს“, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“, სს „გაერთიანებულ ენერგეტიკულ სისტემა საქრუსენერგოს“, შპს „ენერგოტრანსსა“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის 2015 წლის 14 ივლისს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 86% 07.07.2016 საქართველოს მთავრობას, სს „სვანეთი ჰიდროს“, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“, სს „გაერთიანებულ ენერგეტიკულ სისტემა საქრუსენერგოს“, შპს „ენერგოტრანსსა“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის 2015 წლის 25 დეკემბერს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 84% 23.02.2017 საქართველოს ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორის განცალკევების გეგმის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 84% 13.11.2020

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობას, სს „ონი კასკადს“, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასა“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის 2015 წლის 16 ივლისს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება №2547 2017 წლის 7 დეკემბერი ქ. თბილისი საქართველოს მთავრობას, სს „ონი კასკადს“, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასა“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის 2015 წლის 16 ივლისს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ 1. მოწონებულ  იქნეს  საქართველოს  მთავრობას,  სს  „ონი  კასკადს“, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასა“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის 2015 წლის 16 ივლისს დადებულ ურთიერთგაგების მემორანდუმში ცვლილების შეტანის თაობაზე გასაფორმებელი შეთანხმება. 2. მოწონებულ იქნეს საქართველოს მთავრობასა და სს „ონი კასკადს“ შორის დასადები ხელშეკრულება „ონი 1“ და „ონი 2“ ჰიდროელექტროსადგურების სამშენებლო ფაზის დაწყების შესახებ. 3. ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული ურთიერთგაგების მემორანდუმის შესაბამისად, კომპანიის მიერ სამშენებლო საბანკო გარანტიის წარდგენის შემთხვევაში, საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს სს „ონი  კასკადის“ მიერ  წარდგენილი წინასამშენებლო საბანკო გარანტიის (100,000 აშშ დოლარის ოდენობით) დაბრუნება. 4. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, ამ განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნულ შეთანხმებასა და მე-2  პუნქტში მითითებულ ხელშეკრულებას საქართველოს მთავრობის სახელით ხელი მოაწეროს საქართველოს ენერგეტიკის  მინისტრმა. 5. ამ განკარგულების მე-3 პუნქტით განსაზღვრული საბანკო გარანტიის დაბრუნების თაობაზე გარანტიის გამცემ ბანკში წარსადგენ შესაბამის წერილზე საქართველოს მთავრობის სახელით ხელმოწერის უფლებამოსილება მიენიჭოს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრს. პრემიერ-მინისტრი                                                 გიორგი კვირიკაშვილი