სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ბაბილისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

მიღების თარიღი 07.12.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №2554
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.025036
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/04/2018
matsne.gov.ge 343 სიტყვა · ~2 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს მთავრობის განკარგულება №2554 2017 წლის  7 დეკემბერი     ქ. თბილისი საქართველოს მთავრობის განკარგულება №2554
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სააქციო საზოგადოება „ენერგო-პრო ჯორჯიასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 88% 29.12.2017 სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების ფიზიკური პირებისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 88% 28.12.2017 სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ელიტ კონსტრაქშენ გრუპისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 87% 28.09.2017 სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ოზურგეთი გარმენთისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 86% 31.08.2017 სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 86% 03.11.2017

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ბაბილისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება №2554 2017 წლის  7 დეკემბერი     ქ. თბილისი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების  შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ბაბილისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ 1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის, მე-10 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული, ქ. გარდაბანში მდებარე 1764 კვ. მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული №1-№2 შენობა-ნაგებობები (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი:  №81.15.24.232),  ქ. გარდაბანში, სადგურის ქ. №30ა-ში მდებარე 979 კვ. მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული №1-№2 შენობა-ნაგებობები (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №81.15.13.050), ქ. გარდაბანში მდებარე 303 კვ. მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული №1 შენობა-ნაგებობა (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №81.15.13.298),  ქ. გარდაბანში, მეგობრობის ქ. №2-ში მდებარე 8888 კვ. მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული №1-№4 შენობა-ნაგებობები (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №81.15.03.248) და გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქესალოში მდებარე 4845 კვ. მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული №1-№4 შენობა-ნაგებობები (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი:  №81.16.01.008) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 218 336 (ორას თვრამეტი ათას სამას ოცდათექვსმეტი) ლარად საკუთრებაში გადაეცეს შპს „ბაბილის“ (ს/კ: №405029384). 2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ნივთების საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს: ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან  არა უმეტეს 3 (სამი) თვის  ვადაში; ბ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უმეტეს 24 (ოცდაოთხი) თვის ვადაში, პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ნივთების ან მისი ნაწილის განვითარების მიზნით არანაკლებ 300 000 (სამასი ათასი) ლარის (დამატებული ღირებულების გადასახადის გათვალისწინების გარეშე) ინვესტიციის განხორციელება. 3. შპს „ბაბილი“ ვალდებულია, ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულების (მათ შორის, მათი შეუსრულებლობისათვის შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის) უზრუნველსაყოფად, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე წარადგინოს ამავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინვესტიციის არანაკლებ 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადაც ამავე ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადას უნდა აღემატებოდეს არანაკლებ 4 (ოთხი) თვით. 4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება. პრემიერ-მინისტრი                                                              გიორგი კვირიკაშვილი.