სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისთვის საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცული მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ
მიღების თარიღი 07.12.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №2560
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.025042
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/04/2018
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
07.12.2017 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის“ საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცული მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისთვის საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცული მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ სს „ენერგო-პრო ჯორჯიასთვის“ სახელმწიფო ტყის ფონდის სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრისა და საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ სს „საქართველოს მილსადენის კომპანიის საქართველოს ფილიალისთვის“ საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცული მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ შპს „ენერგოტრანსისთვის“ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრისა და საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცული მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისთვის საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცული მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2560
2017 წლის 7 დეკემბერი
ქ. თბილისი
სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისთვის საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცული მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ
„საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის 23 პუნქტის შესაბამისად:
1. „საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-წითელი ხიდის საავტომობილო გზის თბილისი-რუსთავის მონაკვეთის (მონაკვეთი 2) მოდერნიზაციისა და მშენებლობის“ პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების განხორციელების მიზნით, სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს მიეცეს უფლება, ბუნებრივი გარემოდან ამოიღოს საპროექტო კორიდორის ფარგლებში არსებულ მიწის ნაკვეთებზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდები: №01.18.12.003.084; №01.18.12.003.049; №01.18.12.003.086; №01.18.12.007.104; №01.18.12.003.053; №01.18.12.003.069; №01.18.12.007.091; №01.18.12.007.101; №01.18.12.007.111; №01.18.12.010.072; №01.18.12.010.036; №01.18.12.010.024; №01.18.12.011.135; №01.18.12.011.138; №01.18.12.011.103; №01.18.12.022.029; №01.18.12.022.027; №01.18.12.022.047; №81.05.02.580; №81.05.02.579; №01.18.13.031.002; №01.18.13.033.066; №01.18.13.033.010; №81.05.06.479) მდებარე საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეების შემდეგი სახეობები:
ა) პატარა თელადუმა (Ulmus minor Mill.) – 23 (ოცდასამი) ინდივიდი;
ბ) კაკლის ხე ( Juglans regia L) – 57 (ორმოცდაჩვიდმეტი) ინდივიდი.
2. სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ვალდებულია:
ა) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს წინასწარ აცნობოს საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღების დაგეგმილი ვადების შესახებ;
ბ) მოჭრილი მერქნული რესურსი, დაუკოტრავი სახით, სახეობების მიხედვით, დაასაწყობოს სსიპ – ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე და გადასცეს მას მიღება-ჩაბარების აქტით.
3. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული, საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე კონტროლი განახორციელოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.