საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ შპს „ენგურჰესის“ ფინანსური ვალდებულებების 3 წლით გადავადების შესახებ
მიღების თარიღი 27.10.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №2264
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.025049
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/04/2018
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.10.2017 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ოკუპირებულ ტერიტორიაზე განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობით წარმოშობილი უიმედო ვალის ჩამოწერის თაობაზე თანხმობის გაცემის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ შპს „ენგურჰესის“ ფინანსური ვალდებულებების 2 წლით გადავადების შესახებ მუნიციპალიტეტების 2017 წლის ბიუჯეტების საგადასახადო შემოსავლებთან დაკავშირებით განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის თაობაზე საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამხედრო ფინანსური თანამშრომლობის შეთანხმება
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ შპს „ენგურჰესის“ ფინანსური ვალდებულებების 3 წლით გადავადების შესახებ
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2264
2017 წლის 27 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ შპს „ენგურჰესის“ ფინანსური ვალდებულებების 3 წლით გადავადების შესახებ
1. მიღებულ იქნეს ცნობად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაცია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და შპს „ენგურჰესს“ შორის „ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციის პროექტთან დაკავშირებით წარმოქმნილი დავალიანების მომსახურების შესახებ“ 2009 წლის 17 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულებისა და „ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციის პროექტთან“ დაკავშირებით 2010 წლის 27 აგვისტოს გაფორმებული ქვესასესხო ხელშეკრულების ფარგლებში შპს „ენგურჰესისთვის“ ძირითადი თანხის მომსახურებასთან დაკავშირებული ფინანსური ვალდებულებების 3 წლით გადავადების თაობაზე.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და შპს „ენგურჰესს“ შორის „ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციის პროექტთან დაკავშირებით წარმოქმნილი დავალიანების მომსახურების შესახებ“ 2009 წლის 17 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულებისა და „ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციის პროექტთან“ დაკავშირებით 2010 წლის 27 აგვისტოს გაფორმებული ქვესასესხო ხელშეკრულების ფარგლებში შპს „ენგურჰესისთვის“ ძირითადი თანხის მომსახურებასთან დაკავშირებული ფინანსური ვალდებულებების 3 წლით გადავადება, საურავების დარიცხვის გარეშე (მათ შორის, 2017 წლის 25 ოქტომბრის გადასახდელის).
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი