საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ შპს „ენგურჰესის“ ფინანსური ვალდებულებების 2 წლით გადავადების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2479
2015 წლის 19 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ შპს „ენგურჰესის“ ფინანსური ვალდებულებების 2 წლით გადავადების შესახებ
1. მიღებულ იქნეს ცნობად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაცია, ვარდნილის და ენგურის ჰიდროელექტროსადგურების რეაბილიტაციის პროექტებთან დაკავშირებით, 2007 წლის 10 მაისს, 2010 წლის 27 აგვისტოს და 2011 წლის 20 ივლისს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და შპს „ენგურჰესს“ შორის გაფორმებული განახლებული შესწორებული ქვესასესხო ხელშეკრულებით, ქვესასესხო ხელშეკრულებით და გადასესხების და პროექტის განხორციელების ხელშეკრულებით გათვალისწინებული, შპს „ენგურჰესის“ მიერ ძირითადი თანხის მომსახურებასთან დაკავშირებული ფინანსური ვალდებულებების 2 წლით გადავადების თაობაზე.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყოს ვარდნილის და ენგურის ჰიდროელექტროსადგურების რეაბილიტაციის პროექტებთან დაკავშირებით, 2007 წლის 10 მაისს, 2010 წლის 27 აგვისტოს და 2011 წლის 20 ივლისს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და შპს „ენგურჰესს“ შორის გაფორმებული განახლებული შესწორებული ქვესასესხო ხელშეკრულებით, ქვესასესხო ხელშეკრულებით და გადასესხების და პროექტის განხორციელების ხელშეკრულებით გათვალისწინებული შპს „ენგურჰესის“ ფინანსური ვალდებულებების (ძირითადი თანხის მომსახურების ყველა თარიღის) გადავადება 2 წლის ვადით, საურავების დარიცხვის გარეშე (მათ შორის 2015 წლის 15 და 25 ნოემბრის გადასახდელების).
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი