საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისა და საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდების ასიგნებების გაზრდის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1356
2015 წლის 25 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისა და საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდების ასიგნებების გაზრდის თაობაზე
2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარებისა და აღდგენითი სამუშაოების დასაფინანსებლად, აგრეთვე „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 4 ივნისის №1181 განკარგულებით გათვალისწინებული დავალების შესასრულებლად და სხვადასხვა ღონისძიების განსახორციელებლად,დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს:
ა) „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანამდე, აღნიშნული კანონით საგარეო სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურებისა და დაფარვისათვის გათვალისწინებული ასიგნებები შეამციროს 20 000 000 (ოცი მილიონი) ლარით და აღნიშნული თანხით გაზარდოს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ასიგნებები, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;
ბ) „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გათვალისწინებული ასიგნებები შეამციროს 7 000 000 (შვიდი მილიონი) ლარით და აღნიშნული თანხით გაზარდოს საქართველოს მთავრობის სარეზერვოფონდის ასიგნებები, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისა და საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდების ასიგნებების გაზრდის თაობაზე“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისა და საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდების ასიგნებების გაზრდის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 25.06.2015.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისა და საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდების ასიგნებების გაზრდის თაობაზე“?
- „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისა და საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდების ასიგნებების გაზრდის თაობაზე“ მიღებულია 25.06.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1356. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.019497.
- სად არის „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისა და საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდების ასიგნებების გაზრდის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.06.2015 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისა და საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდების ასიგნებების გაზრდის თაობაზე“, №1356, 25.06.2015, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019497 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.06.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2892088/