შპს „ენგურჰესისათვის“ სესხის გამოყოფის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №383
2008 წლის 4 ივნისი
ქ. თბილისი
შპს „ენგურჰესისათვის“სესხის გამოყოფის თაობაზე
1. ქვეყნის ელექტროენერგიით მომარაგების გაუმჯობესებისა და საქართველოს ენერგოსისტემის ნორმალური ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით ვარდნილჰესებზე შესასრულებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების დასაფინანსებლად საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) ,,საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის განსაზღვრული ასიგნებებიდან შპს „ენგურჰესს“საკრედიტო რესურსად გამოუყოს 17 300 000 (ჩვიდმეტი მილიონ სამასი ათასი) ლარი და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსთან ერთად გააფორმოს მასთან შესაბამისი სასესხო ხელშეკრულება.
2. სესხის თანხის შპს „ენგურჰესისათვის“გაცემა განხორციელდეს პერიოდულად, მისი მოთხოვნის საფუძველზე.
3. სესხის დაბრუნების საბოლოო ვადად განისაზღვროს 2018 წლის 31 დეკემბერი, ხოლო სესხის სარგებლის განაკვეთად – წლიური 6 პროცენტი, სესხით სარგებლობის 4-წლიანი შეღავათიანი პერიოდით (სესხის ძირითადი თანხის გადახდა და სარგებლის პროცენტის დარიცხვა იწყება ამ პერიოდის დასრულების შემდეგ).
4. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციელონ საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) და ენერგეტიკის სამინისტრომ (ა. ხეთაგური).
5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „შპს „ენგურჰესისათვის“ სესხის გამოყოფის თაობაზე“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „შპს „ენგურჰესისათვის“ სესხის გამოყოფის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 04.06.2008.
- როდის იქნა მიღებული „შპს „ენგურჰესისათვის“ სესხის გამოყოფის თაობაზე“?
- „შპს „ენგურჰესისათვის“ სესხის გამოყოფის თაობაზე“ მიღებულია 04.06.2008. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №383. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
- სად არის „შპს „ენგურჰესისათვის“ სესხის გამოყოფის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 04.06.2008 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „შპს „ენგურჰესისათვის“ სესხის გამოყოფის თაობაზე“, №383, 04.06.2008, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.06.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2188587/