„ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციის პროექტის“ ფარგლებში შპს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ძველი დავალიანებისაგან გათავისუფლების ღონისძიებათა შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№614
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 24/09/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობ ი ს

განკარგულება№614

2008 წლის 24 სექტემბერი

ქ. თბილისი

„ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციის პროექტის“ფარგლებში შპს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ძველი დავალიანებისაგან გათავისუფლების ღონისძიებათა შესახებ

2006 წლის 29 დეკემბერს ენგურის ჰიდროელექტრო­სად­გურის რეაბილიტაციის პროექტთან“დაკავშირებით ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკსა (შემდგომში – ბანკი) და შპს „საქართველოს სახელმწიფო ელექტრო­სის­ტე­მას“ (როგორც შპს „ელექ­ტრო­დისპეჩერიზაცია _ 2000-ის“სამართალმემკვიდრე) შორის გა­­­­ფორ­მებული „შეწყვეტის შესა­ხებ ხელშეკრულების“საფუძ­ველზე შპს `საქართველოს სა­ხელმწიფო ელექტრო­სის­ტე­მა“ბანკის წინაშე გათავი­სუფლდა 2001 წლის 21 დეკემბერს განახლებული სასესხო ხელშეკ­რულების ფარგლებში გამოყოფილი 38.750.000 აშშ დოლარის სესხის მომსახურების ვალდებულებისაგან, რის გამოც იგი ბანკსა და საქართველოს შორის გაფორმებული მეორე განახ­ლებული სასესხო ხელშეკრულებით განსაზღვრული დაფინან­სების სქე­მაში არ მონაწილეობს, ამიტომ საჭიროა შპს „საქარ­თველოს სახელმწიფო ელექტრო­სის­ტე­მა“გათავი­სუფლდეს ასევე „ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბი­ლი­ტაციის პრო­ექტთან“დაკავშირებული ძველი დავა­ლია­ნებისაგან. აღ­ნიშ­ნული დავალიანება შპს „საქართველოს სახელმწიფო ელექტრო­სის­ტე­მას“წარმოექმნა „ენგუ­რის ჰიდროელექტროსა­დგუ­რის პროექტთან და­კავ­შირებით“საქარ­თველოს ფინანსთა სამინისტროს, შპს „ელექტროდის­პეტჩერიზაცია-2000-სა“(რომ­ლის სამართალ­მემ­კვი­დ­­რეს წარ­მოად­გენს შპს `საქართველოს სახელმწიფო ელექ­ტროსისტემა“) და შპს „ენგურჰესს“შორის 2002 წლის 30 ივლისს ხელმო­წერილი სახელმწიფო გარანტიის საფუძველზე მიღებული კრედიტის დაფარვის უზრუნველ­ყოფის შესახებ ხელშეკ­რულების საფუძველზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და ეკონომი­კუ­რი განვითარების სამინისტრომ უზრუნველყონ:

ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, შპს „ელექ­ტრო­დის­პეტჩერიზაცია-2000-სა~ და შპს „ენგურჰესს“შორის 2002 წლის 30 ივლისს ხელმოწერილი სახელმწიფო გარანტიის სა­ფუძ­ველზე მიღებული კრედიტის დაფარვის უზრუნველ­ყო­ფის შესახებ ხელშეკრულების შეწყვეტა;

ბ) შპს „ელექ­ტრო­დის­პეტჩერიზაცია-2000-სა“და შპს „ენ­გურჰესს“შორის 2002 წლის 25 იანვარს გაფორმებული „შეს­წორებული მეორადი სასესხო ხელშეკრულების“შეწყვეტა;

გ) ამ პუნქტის „ა“ქვეპუნქტში აღნიშნული ხელშეკრულე­ბის ფარგლებში შპს „საქართველოს სახელმწიფო ელექტრო­სის­ტე­მის“საქართველოს ფინანსთა სამინისტროსადმი წარ­მოქმ­ნილი დავალიანების მომსახურების ვალდებულება დაეკისროს შპს „ენგურჰესს“, ამ უკანასკნელსა და საქარ­თველოს ფინანსთა სამინისტროს შორის შესაბამისი ხელშეკ­რულების გა­ფორ­მების საფუძველზე.

2. პირველი პუნქტის „ა“ქვეპუნქტში აღნიშნული ხელ­შეკ­რულე­ბის ფარგლებში საქართველოს ფინანსთა სამინის­ტრო­სადმი წარ­მოქმნილი დავალიანების თანხის ზუსტი ოდე­ნობა ფი­ნანს­თა სამინისტრომ დაიანგარიშოს საქართველოს ფინანს­თა სამინისტრო­სა და შპს „ენგურჰესს“შორის გასა­ფორმე­ბელი ხელშეკრუ­ლე­ბის ხელ­მოწერის თარიღისათვის.

3. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციე­ლონ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნ. გილაურმა და საქართველოს ეკო­ნომიკური განვითარების მინისტრმა                                  ე. შარაშიძემ.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე