ენგურის ჰიდროელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ტარიფის ოპტიმიზაციის დამატებით ღონისძიებათა შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №70
2005 წლის 22 მარტი
ქ. თბილისი
ენგურის ჰიდროელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ტარიფის ოპტიმიზაციის დამატებით ღონისძიებათა შესახებ
ქვეყნის ელექტროენერგეტიკული სექტორის სტრუქტურული და ფინანსური რეორგანიზაციის ინტერესებიდან გამომდინარე, ამ პროცესში შპს ,,ენგურჰესის“სრულყოფილი ადაპტაციის გაადვილების, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებით ენგურჰესზე მიმდინარე რეაბილიტაციის პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების დადგენილ ვადებში შესრულების მიზნით:
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ვ. ჩეჩელაშვილი):
ა) ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ ენგურჰესის რეაბილიტაციის პროგრამის განსახორციელებლად გამოყოფილი სესხის მომსახურება (სესხის ძირითადი თანხისა და საპროცენტო განაკვეთის გადახდა) საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს განაცხადის საფუძველზე გაითვალისწინოს 2005 წლის კორექტირებულ და 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტებში ენერგეტიკული სექტორის დაფინანსებისათვის გამიზნულ ასიგნებებში, რათა უზრუნველყოფილ იქნეს შპს ,,ენგურჰესის“მიერ სესხის დაბრუნების ვალდებულების დაფინანსება;
ბ) 2005 წლის კორექტირებულ სახელმწიფო ბიუჯეტში ენერგეტიკული სექტორის დაფინანსებისათვის გამოყოფილ ასიგნებებში საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს განაცხადის საფუძველზე ასევე გაითვალისწინოს შპს ,,ენგურჰესის“რეაბილიტაციის პროგრამის განსახორციელებლად ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ გამოყოფილი სესხის ფარგლებში 2005 წლამდე წარმოშობილი შპს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“(შპს ,,ელექტროდისპეტჩერიზაცია-2000“-ის უფლებამონაცვლე), როგორც სესხის მიმღების, დავალიანების დაფარვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის ამ უკანასკნელსა და შპს ,,ელექტროდისპეტჩერიზაცია-2000“-ს შორის 2002 წლის 30 ივლისს ხელმოწერილი სახელმწიფო გარანტიის საფუძველზე მიღებული კრედიტის დაფარვის უზრუნველყოფის შესახებ ხელშეკრულების თანახმად;
გ) დაიწყოს კონსულტაციები ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან, რათა განხორციელდეს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურები 2007 წლიდან ენგურჰესის სესხის დაბრუნების ვალდებულებისაგან გასათავისუფლებლად და აღნიშნული ვალდებულებების (სესხის ძირითადი თანხისა და საპროცენტო განაკვეთის გადახდა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გასათვალისწინებლად.
2. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ (ნ. გილაური) თავისი კომპეტენციის ფარგლებში კოორდინაცია გაუწიოს შპს ,,ენგურჰესის“მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ტარიფის დასაკლებად განსახორციელებელ სამუშაოებს შპს ,,ენგურჰესის“ვალდებულებათა შემცირების ხარჯზე ევრობანკის სესხით განსაზღვრული პირობების ფარგლებში.
3. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციელონ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ვ. ჩეჩელაშვილმა და ენერგეტიკის მინისტრმა ნ. გილაურმა.
4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი