საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ შპს „ენერგოტრანსის“ ფინანსური ვალდებულებების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2231
2014 წლის 10 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ შპს „ენერგოტრანსის“ ფინანსური ვალდებულებების შესახებ
1. მიღებულ იქნეს ცნობად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაცია 2010 წლის 16 ივლისს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, შპს „ენერგოტრანსს“ და შპს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ შორის „შავი ზღვის ელექტროგადამცემი ქსელის პროექტთან“ დაკავშირებით გაფორმებული ქვესასესხო ხელშეკრულების შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ 2014 წლის დეკემბრის თვეში შპს „ენერგოტრანსის“ ფინანსური ვალდებულებების თაობაზე.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ გაითვალისწინოს შპს „ენერგოტრანსის“ წინადადება 2010 წლის 16 ივლისს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, შპს „ენერგოტრანსს“ და შპს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ შორის „შავი ზღვის ელექტროგადამცემი ქსელის პროექტთან“ დაკავშირებით გაფორმებული ქვესასესხო ხელშეკრულების შესაბამისად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ 2014 წლის დეკემბრის თვეში შპს „ენერგოტრანსის“ ფინანსური ვალდებულებების ერთი წლით გადავადების თაობაზე.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი