სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
მიღების თარიღი 08.11.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №2360
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.025103
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/04/2018
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
08.11.2017 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „გაზკოსათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ჰერბიასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ოზურგეთი გარმენთისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „არქევანისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2360
2017 წლის 8 ნოემბერი
ქ. თბილისი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქალაქ ოზურგეთში, ი. პეტრიწის ქ. №7/გ. ეპისკოპოსის ქ. №1-ში მდებარე 2900 კვ. მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე არსებული 44.10 კვ. მ ფართი და მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №26.26.47.062.01.509) და ქალაქ ოზურგეთში, ი. პეტრიწის ქ. №7/გ. ეპისკოპოსის ქ. №1-ში მდებარე 2900 კვ. მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე არსებული 108.50 კვ. მ ფართი და მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №26.26.47.062.01.510) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 90 000 (ოთხმოცდაათი ათასი) ლარად, საკუთრებაში გადაეცეს შპს „გურია პალასს“ (ს/კ: 437065364).
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს:
ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში;
ბ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უმეტეს 24 (ოცდაოთხი) თვის ვადაში, პირადად ან/და მესამე პირის მეშვეობით, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უძრავ ქონებაზე ან მის ნაწილზე სამშენებლო/სარემონტო/სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელების მიზნით 40 000 (ორმოცი ათასი) ლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელება.
3. შპს „გურია პალასი“ ვალდებულია, ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულების (მათ შორის, ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის) უზრუნველსაყოფად, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე წარადგინოს ამავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინვესტიციის არანაკლებ 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადაც ამავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადას უნდა აღემატებოდეს არანაკლებ 4 (ოთხი) თვით.
4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი