საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების წესის შესახებ
მიღების თარიღი 05.04.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №01-82
სარეგისტრაციო კოდი 480040000.22.030.016176
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/04/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
05.04.2018 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი დავით ზალკალიანი | საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
კომერციული ატაშეს თანამდებობრივი სარგოს, შენახვის ხარჯების, მის მიერ სამსახურის გავლის, გამოწვევის, მისი დ ა მისი ოჯახის დაზღვევის, სოციალური დაცვის წესებისა და გარანტიების დამტკიცების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის სამხედრო ან სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეების მიერ დამატებითი ანაზღაურების (სახელფასო დანამატის) მისაღებად დასაკმაყოფილებელი კრიტერიუმების და სავალდებულო სამხედო სამსახურის მოსამსახურეთა ფულადი სარგოს განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურებრივი მივლინებით გაგზავნის წესის, მისი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემის მოსამსახურის სოციალური დაცვის გარანტიების დამტკიცების შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურის საქართველოს ფარგლებში მივლინების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების წესის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის
ბრძანება
№01-82
2018 წლის 5 აპრილი
ქ. თბილისი
საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების წესის შესახებ
,,დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
1.
დამტკიცდეს თანდართული:
ა) ,,ინსტრუქცია საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ხარჯების ანაზღაურების ნორმებისა და გაანგარიშების წესის შესახებ“
(დანართი №1);
ბ) ,,საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ მოსამსახურეთა თანამდებობრივი მაჩვენებლები“
(დანართი №2);
გ) „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს იმ მოსამსახურეთა თანამდებობრივი მაჩვენებლები, რომლებსაც გრძელვადიანი სამსახურებრივი მივლინება უნაზღაურდებათ როტაციის წესით სამუშაო მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესის შესაბამისად (დანართი №3);
დ) ,,ადგილსამყოფელი ქვეყნის/ქალაქის სიძვირის ადაპტირებული კოეფიციენტი“
(დანართი №4);
ე) ,,საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ჩამონათვალი ევროში დასაფინანსებელი ვალუტის მიხედვით“
(დანართი №5);
ვ) „საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ჩამონათვალი აშშ დოლარში დასაფინანსებელი ვალუტის მიხედვით“
(დანართი №6);
ზ) სამედიცინო დაზღვევის ხარჯების ანაზღაურების წლიური ზღვრული ოდენობები ევროში დასაფინანსებელი, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების მიხედვით (დანართი №7);
თ) სამედიცინო დაზღვევის ხარჯების ანაზღაურების წლიური ზღვრული ოდენობები აშშ დოლარში დასაფინანსებელი, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების მიხედვით (დანართი №8);
ი) როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებული/გამოწვეული მოსამსახურისა და მისი ოჯახის წევრების ბარგის გადაზიდვისა და მასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ზღვრული ოდენობები ევროში დასაფინანსებელი ვალუტის მიხედვით (დანართი №9);
კ) როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებული/გამოწვეული მოსამსახურისა და მისი ოჯახის წევრების ბარგის გადაზიდვისა და მასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ზღვრული ოდენობები აშშ დოლარში დასაფინანსებელი ვალუტის მიხედვით (დანართი №10).
2.
საპროგნოზო სავალუტო კურსად განისაზღვროს 1 აშშ დოლარი – 2.50 ლარი და 1 ევრო – 2.90 ლარი.
3.
საანგარიშგებო პერიოდში №5 და №6 დანართებით გათვალისწინებულ ქვეყნებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების გაანგარიშებისათვის საბაზისო თანხა განისაზღვროს შესაბამისად 2500 ევროსა და 3495 აშშ დოლარის ოდენობით.
4.
საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ მოსამსახურეს (შემდგომში – მოსამსახურე) და მის ოჯახის წევრებს როტაციის წესით სამუშაო მივლინებაში გამგზავრებისას და მივლინებიდან გამოწვევის დროს უნაზღაურდებათ:
ა) მგზავრობის ხარჯი –
ადგილსამყოფელი ქვეყნის/საქართველოს მიმართულებით ნებისმიერი ტრანსპორტის ,,ეკონომ“ ან შესაბამისი კლასის ბილეთის ფაქტობრივიღირებულება (ერთი მიმართულებით). იმ შემთხვევაში, როდესაც როტაციის წესით სამუშაო მივლინებიდან გამოწვევისას მოსამსახურე ოჯახთან ერთად მიემგზავრება სხვა ქვეყანაში, მას უნაზღაურდება ,,ეკონომ“ (ან შესაბამისი) კლასის ბილეთის ღირებულება, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს მგზავრობის დროისათვის საქართველოში მგზავრობის ავიაბილეთის (ერთი მიმართულებით) „ეკონომ“
კლასის ღირებულებას;
ბ) ბარგის გადაზიდვისა და მასთან დაკავშირებული ხარჯი – ამ ბრძანების №9 და №10 დანართებით დადგენილი ოდენობის ფარგლებში, ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთის წარმოდგენის ვალდებულებით. დასაშვებია ბარგის გადაზიდვის ხარჯის ანაზღაურება მოსამსახურისათვის და მისი ოჯახის წევრთათვის ცალ-ცალკე, ჯამში არაუმეტეს №9 და №10 დანართებით გათვალისწინებული ნორმისა.
5.
მოსამსახურეს ან მისი ოჯახის წევრს, რომელიც როტაციის წესით სამუშაო მივლინებაში გამგზავრებისას ან მივლინებიდან გამოწვევის დროს უკან დაბრუნებისას მგზავრობს მისი ან მისი ოჯახის წევრების საკუთრებაში არსებული ავტომანქანით, ავტომანქანის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის (ასლის) წარმოდგენის საფუძველზე, ერთჯერადი გასაცემლის სახით, ეძლევა მგზავრობის ხარჯების საკომპენსაციო თანხა, რომელიც შეესაბამება მგზავრობის დროისთვის არსებული „ეკონომ“ კლასის ერთი სამგზავრო ავიაბილეთის (ერთი მიმართულებით) ღირებულების 100%-ის ოდენობას. თუ ამავდროულად მოსამსახურე ან მისი ოჯახის წევრი მგზავრობს ამ ბრძანებით გათვალისწინებული სხვა სატრანსპორტო საშუალებით, მათ უნაზღაურდებათ ფაქტობრივად გაწეული მგზავრობის ხარჯი. ბარგის გადაზიდვის ხარჯის ანაზღაურება ხორციელდება ამ ბრძანების მე-4 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
6.
მოსამსახურეს და მისი ოჯახის წევრებს როტაციის წესით სამუშაო მივლინებაში გამგზავრებასთან დაკავშირებით, აგრეთვე როტაციის პერიოდში და გრძელვადიან მივლინებაში მყოფი მოსამსახურის მოკლევადიანი სამსახურებრივი მივლინებით გამგზავრებისას, წარმოდგენილი დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე, უნაზღაურდება ადგილსამყოფელ ქვეყანაში ან მოკლევადიანი მივლინებით გასამგზავრებელ ქვეყანაში ბინადრობისას ან შესვლისას სავალდებულო აცრებთან (ვაქცინაციასთან) დაკავშირებით ფაქტობრივად გაწეული ხარჯები.
7.
მოსამსახურეს როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარგზავნისას უნაზღაურდება მისი და მისი ოჯახის წევრების პირველადი მოწყობის ხარჯები, რომელიც გაიცემა ერთჯერადი დახმარების სახით „პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურებრივი მივლინებით გაგზავნის წესის, მისი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის №211 დადგენილების №1 დანართით განსაზღვრული ქვეყნის ფარგლებს გარეთ მოკლევადიანი სამსახურებრივი მივლინების დროს უცხოური ვალუტით ანაზღაურების შესაბამისი სადღეღამისო ნორმის სამოცმაგი ოდენობით.
8.
როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარგზავნისას, ბინის დაქირავებასთან დაკავშირებულ საშუამავლო მომსახურებაზე გაფორმებული ხელშეკრულების ან მომსახურებით სარგებლობის სხვა დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის საფუძველზე, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელებს უნაზღაურდებათ მომსახურების ხარჯის 80%, ხოლო დანარჩენ მოსამსახურეებს –
50%, მაგრამ არაუმეტეს დასაქირავებელი ბინის ერთი თვის ქირის ოდენობისა.
9.
ამ ბრძანების მე-7 პუნქტით გათვალისწინებული პირველადი მოწყობის ხარჯები არ გაიცემა შემდეგ შემთხვევებში:
ა) თუ მოსამსახურე როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადის გასვლამდე გადაყვანილ იქნა იმავე ან მის ადგილსამყოფელ ქალაქში განლაგებულ სხვა დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში;
ბ) თუ მოსამსახურე როტაციის ვადის გასვლიდან ერთი თვის განმავლობაში როტაციის წესით სამუშაო მივლინებით ან გრძელვადიანი სამსახურებრივი მივლინებით წარგზავნილ იქნა იმავე ან მის ადგილსამყოფელ ქალაქში განლაგებულ სხვა დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში;
გ) თუ მოსამსახურე შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებული იყო საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში და როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარიგზავნება მის ადგილსამყოფელ ქალაქში მდებარე იმავე ან სხვა დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში;
დ) თუ მოსამსახურე წარმოადგენს ადგილსამყოფელი ქვეყნის რეზიდენტ პირს ან რეზიდენტი პირის ოჯახის წევრს და, შესაბამისად, გააჩნია საცხოვრებელი ადგილი ადგილსამყოფელ ქალაქში;
ე) თუ მოსამსახურის, ასევე „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე სხვა საჯარო დაწესებულებიდან სამუშაოდ მივლინებული პირის ოჯახის წევრი როტაციის წესით გრძელვადიან სამუშაო მივლინებაში წარიგზავნა ადგილსამყოფელ ქალაქში განლაგებულ იმავე ან სხვა დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში;
ვ) ოჯახის წევრ ერთ-ერთ მოსამსახურეზე, თუ ის როტაციის წესით გრძელვადიან სამუშაო მივლინებაში წარიგზავნება ერთდროულად, ერთსა და იმავე ან ადგილსამყოფელი ქვეყნის იმავე ქალაქში განლაგებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში.
10.
მოსამსახურეს, სხვა ქალაქში განლაგებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში იმავე როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადის ფარგლებში გადაყვანისას, უნაზღაურდება როტაციის წესით სამუშაო მივლინებაში წარგზავნისას ასანაზღაურებელი ყველა ხარჯი.
11.
მოსამსახურის იმ სახელმწიფოში როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარგზავნის შემთხვევაში, სადაც დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელს მუდმივი ადგილსამყოფელი არა აქვს, მოსამსახურეს ეძლევა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურება ადგილსამყოფელი ქვეყნის/ქალაქის სიძვირის ადაპტირებული კოეფიციენტის მიხედვით.
12.
მოსამსახურეს და მისი ოჯახის წევრებს მოსამსახურის კუთვნილ შვებულებასთან დაკავშირებით წელიწადში ერთხელ უნაზღაურდებათ:
ა) მოსამსახურეს –
გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ყოველთვიური განაკვეთით კუთვნილი ერთი თვის თანხა (დანართი №1);
ბ) მოსამსახურეს და მის ოჯახის წევრებს, გარდა მხარდაჭერის მიმღებისა და მეურვეობის/მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირებისა, „ეკონომ” (ან შესაბამისი) კლასის ბილეთების ღირებულება ნებისმიერ ერთ ან მეტ ქვეყანაში გასამგზავრებლად, მაგრამ მათი საერთო ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს მგზავრობის დროისათვის საქართველოში მგზავრობის „ეკონომ” კლასის ავიაბილეთის (ორივე მიმართულებით) ღირებულებას;
გ) მოსამსახურის მხარდაჭერის მიმღებს, მეურვეობის/მზრუნველობის ქვეშ მყოფ პირს:
- „ეკონომ” (ან შესაბამისი) კლასის ბილეთების ღირებულება (ორივე მიმართულება), საქართველოდან ადგილსამყოფელ ქვეყანაში ან/და ადგილსამყოფელი ქვეყნიდან საქართველოში;
- „ეკონომ” (ან შესაბამისი) კლასის ბილეთების ღირებულება ადგილსამყოფელი ქვეყნიდან ნებისმიერ ერთ ან მეტ ქვეყანაში გასამგზავრებლად, მაგრამ მათი საერთო ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს მგზავრობის დროისათვის საქართველოში მგზავრობის „ეკონომ” კლასის ავიაბილეთის (ორივე მიმართულებით) ღირებულებას;
დ) მოსამსახურის (გარდა მოსამსახურისა, რომელსაც სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე შეუწყდება შვებულება) მიერ ყოველწლიური შვებულების ნაწილ-ნაწილ გამოყენების შემთხვევაში მგზავრობის ხარჯები ანაზღაურდება მხოლოდ ერთხელ, ამავე პუნქტების „ბ” და ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.
13.
ამ ბრძანების მე-12 პუნქტით განსაზღვრული პირობების შესაბამისად, მოსამსახურისა და მისი ოჯახის წევრებისათვის ბილეთების ღირებულების ანაზღაურება შესაძლებელია კალენდარული წლის სხვადასხვა პერიოდში ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად.
14.
თუ მოსამსახურე არ იმყოფება კუთვნილ შვებულებაში ან არ იყენებს მას, მოსამსახურის მოთხოვნის საფუძველზე მისი ოჯახის წევრებს წელიწადში ერთხელ უნაზღაურდებათ ,,ეკონომ” (ან შესაბამისი) კლასის ბილეთების ღირებულება ამ ბრძანების მე-12 პუნქტის „ბ “ და ,,გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული წესის შესაბამისად.
15.
ორი სხვადასხვა კალენდარული წლის შვებულების უწყვეტად (გადაბმულად) სარგებლობის შემთხვევაში მოსამსახურის შვებულებაში გამგზავრებისა და უკან დაბრუნების ხარჯები ანაზღაურდება საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა ან საკონსულო დაწესებულების მიმდინარე კალენდარული წლის ბიუჯეტიდან.
16.
სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, შვებულების შეწყვეტის შემთხვევაში მოსამსახურის მიერ შვებულების დარჩენილი ნაწილით სარგებლობისას მგზავრობის ხარჯები აუნაზღაურდება მხოლოდ მოსამსახურეს.
17.
,,დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 18 ნოემბრის №220 ბრძანებით დამტკიცებული წესის 361 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო დამატებითი შვებულებით სარგებლობისას მოსამსახურეს უნაზღაურდება საქართველოში მგზავრობის „ეკონომ” (ან შესაბამისი) კლასის ავიაბილეთის (ორივე მიმართულებით) ღირებულება.
18.
მოსამსახურეს უნარჩუნდება გრძელვადიანი სამუშაო მივლინების თანხა:
ა) დროებითი შრომისუუნარობის გამო სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერებისას;
ბ) ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო დამატებითი შვებულებით სარგებლობისას;
გ) მოსამსახურის მიერ საქართველოში შვებულების გატარების შემთხვევაში ადგილსამყოფელი ქვეყნიდან საქართველოში და საქართველოდან ადგილსამყოფელ ქვეყანაში მგზავრობისათვის საჭირო დღეებში, რომლებიც მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის შესაბამისად ითვლება საპატიოდ.
19.
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების სხვა შემთხვევებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია მოსამსახურეს შეუნარჩუნდეს და აუნაზღაურდეს გრძელვადიანი სამუშაო მივლინების თანხა არაუმეტეს ერთი თვის ვადით.
20.
მოსამსახურისთვის დროებითი ფუნქციების განხორციელების დაკისრების შემთხვევაში, რომელთა შესრულება არ განეკუთვნება მის სამსახურებრივ მოვალეობებს, მისი გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურება გადაანგარიშებას არ ექვემდებარება.
21.
მოსამსახურეს, წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად, აუნაზღაურდება სამსახურებრივი ავტომანქანით სარგებლობასთან დაკავშირებული ფასიანი გზებითა და პარკინგით სარგებლობის ხარჯები.
22.
საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელები უფლებამოსილნი არიან, დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში, საჭიროების შემთხვევაში, მოსამსახურეზე ავანსის სახით გასცენ ბინის დაქირავებასთან დაკავშირებით საავანსო თანხა არა უმეტეს ექვსი თვის ბინის ქირის ოდენობისა. საავანსო თანხა დაბრუნებული უნდა იქნეს ავანსის გაცემის დღიდან არაუმეტეს ექვსი თვის ვადაში, ყოველთვიურად, პროპორციული ოდენობით. განსაკუთრებულ შემთხვევაში, ადგილსამყოფელი ქვეყნის სპეციფიკიდან გამომდინარე, შესაძლებელია აღნიშნული ვადის გაგრძელება ან/და ექვსი თვის ბინის ქირაზე მეტი ოდენობით საავანსო თანხის გაცემა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე.
23.
საავანსო თანხის ვადაში დაბრუნებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მოსამსახურეს, ხოლო კონტროლის განხორციელების ვალდებულება – დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელსა და ფინანსურ მენეჯერს ან პირს, რომელსაც დაკისრებული აქვს საფინანსო-საბანკო ოპერაციების წარმოება.
24.
ამ ბრძანების 22-ე პუნქტის შესაბამისად საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანების გამოცემის შემთხვევაში, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას და საკონსულო დაწესებულებას, საჭიროებიდან გამომდინარე, შესაძლებელია საგარეო საქმეთა სამინისტროსათვის დამტკიცებული ბიუჯეტიდან გამოეყოს დამატებითი ასიგნებები.
25.
ადგილსამყოფელი ქვეყნის სპეციფიკიდან გამომდინარე, ბინის ქირავნობის ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების გათვალისწინებით, შესაძლებელია მოსამსახურის მიერ დაქირავებული ბინის ქირის ერთ თვეზე მეტი ოდენობის წინასწარ გადახდა.
26.
ბინის დაქირავებასთან დაკავშირებით საავანსო თანხის ხელმეორედ გაცემა დასაშვებია მოსამსახურის მიერ მიღებული საავანსო თანხის დაბრუნების შემდეგ.
27.
მოსამსახურეზე ავანსის გაცემა დასაშვებია მხოლოდ:
ა) თუ ავანსის სახით გაიცემა მიმდინარე თვის გრძელვადიანი სამუშაო მივლინების თანხა (მხოლოდ მიმდინარე კალენდარული წლის ფარგლებში);
ბ) შვებულების შემთხვევაში –
მიმდინარე და მომდევნო თვის გრძელვადიანი სამუშაო მივლინების თანხა სრულად, თუ შვებულების პერიოდი გრძელდება მომდევნო კალენდარულ თვეს;
გ) ბინის ქირასთან დაკავშირებით, ამ ბრძანებთ გათვალისწინებულ შემთხვევაში;
დ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
28.
მოსამსახურეს, განსაკუთრებულ შემთხვევაში ვადაზე ადრე გამოწვევისას, ბინის ქირავნობის, მისი და მისი ოჯახის წევრების სამედიცინო დაზღვევასა და ოჯახის არასრულწლოვანი წევრის განათლების მიღებასთან დაკავშირებით საგანმანათლებლო დაწესებულებასთან გაფორმებული ხელშეკრულებების შეწყვეტასთან დაკავშირებული ხარჯები შესაძლებელია აუნაზღაურდეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანების შესაბამისად.
29.
განსაკუთრებულ შემთხვევაში, ადგილსამყოფელი ქვეყნის სპეციფიკის გათვალისწინებით, მაღალი დონის წარმომადგენლობითი ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის ბინის დაქირავებისა და შენახვის ხარჯები შეიძლება ანაზღაურებულ იქნეს „სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსათვის დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში.
30.
საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებული პირი ვალდებულია ისარგებლოს სამედიცინო დაზღვევით. ადგილსამყოფელ ქვეყანაში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ მოსამსახურეს და მისი ოჯახის წევრებს უნაზღაურდებათ სამედიცინო დაზღვევის ხარჯები ამ ბრძანების №7 და №8 დანართებით დადგენილი წლიური ზღვრული ოდენობების ფარგლებში, შესაბამისი სადაზღვევო ხელშეკრულების ან დაზღვევის სხვა დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის საფუძველზე, შემდეგი პირობებით:
ა) მოსამსახურეს და მისი ოჯახის წევრებს, გარდა მხარდაჭერის მიმღებისა და მეურვეობის/მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირებისა – როტაციის წესით სამუშაო მივლინების (მათ შორის, შვებულებისა და მოკლევადიანი მივლინების) პერიოდში;
ბ) მოსამსახურის მხარდაჭერის მიმღებს, მეურვეობის/მზრუნველობის ქვეშ მყოფ პირებს - ადგილსამყოფელ ქვეყანაში ყოფნის პერიოდში.
31.
საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაო მივლინებაში წარგზავნილ პირს უნაზღაურდება ოჯახის არასრულწლოვანი წევრების ადრეული და სკოლამდელი აღზრდა-განათლებისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში/სკოლაში განათლების მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები, რომლებიც მოიცავს მხოლოდ სწავლის, სასწავლო დაწესებულებაში რეგისტრაციის, ტრანსპორტირებისა (საცხოვრებელი ადგილიდან სასწავლო დაწესებულებამდე და სასწავლო დაწესებულებიდან საცხოვრებელ ადგილამდე) და სასწავლო დაწესებულებაში კვების საფასურს.
32.
მოსამსახურის ოჯახის არასრულწლოვანი წევრების, ადგილსამყოფელ ქვეყანაში განათლების მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები, მოსამსახურის მიერ დადებული შესაბამისი ხელშეკრულების ან სხვა დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე, ანაზღაურებას ექვემდებარება სასწავლო წლის დაწყებიდან მის დასრულებამდე პერიოდისთვის, შემდეგი ოდენობის ფარგლებში:
ა) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ევროში დაფინანსების შემთხვევაში –
თვეში არაუმეტეს 460 ევრო;
ბ) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების აშშ დოლარში დაფინანსების შემთხვევაში –
თვეში არაუმეტეს 500 აშშ დოლარი.
33.
თუ ადგილსამყოფელ ქვეყანაში განათლების მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები აღემატება ამ ბრძანების 32-ე პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ოდენობას, ასევე ანაზღაურდება განათლების მიღებასთან დაკავშირებულ ხარჯსა და ყოველთვიურ ლიმიტს შორის სხვაობის 50%.
34.
განსაკუთრებულ შემთხვევაში, მინისტრის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია დადგინდეს ამ ბრძანების 33-ე პუნქტისაგან განსხვავებული, განათლების მიღებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი.
35.
არდადეგების პერიოდში (ზამთრის და ზაფხულის) ადრეულ და სკოლამდელ აღზრდა-განათლებისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებასთან/სკოლასთან დამატებით დადებული ხელშეკრულების საფუძველზე განათლების მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები ანაზღაურებას არ ექვემდებარება.
36.
ადგილსამყოფელი ქვეყნის იმ ქალაქში, სადაც განთავსებულია საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა/საკონსულო დაწესებულება, სახელმწიფო ენაზე უფასო სასწავლებლის არსებობის შემთხვევაში, როტაციის წესით სამუშაო მივლინებაში წარგზავნილ პირს არ აუნაზღაურდება ოჯახის არასრულწლოვანი წევრების ამავე ენაზე ფასიან სასწავლებელში განათლების მიღებასთან დაკავშირებული ხარჯი. განსაკუთრებულ შემთხვევებში, მინისტრის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია დადგინდეს განათლების მიღებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ამ პუნქტისაგან განსხვავებული წესი.
37.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ შემთხვევაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოსამსახურეს, ბრძანების №3 დანართით დადგენილი თანამდებობრივი მაჩვენებლების შესაბამისად, ქვეყნის ფარგლებს გარეთ გრძელვადიანი სამსახურებრივი მივლინების ხარჯები შეიძლება აუნაზღაურდეს ამ ბრძანებით დადგენილი წესითა და ოდენობით.
38.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოსამსახურეს ქვეყნის ფარგლებს გარეთ გრძელვადიანი სამსახურებრივი მივლინებისა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებული საჭირო ხარჯები შეიძლება აუნაზღაურდეს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების მიერ.
39.
ამ ბრძანების 37-ე პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში მოსამსახურეს გრძელვადიანი სამსახურებრივი მივლინების პერიოდში უწყდება შრომის ანაზღაურება.
40.
ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების წესის შესახებ” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №308 ბრძანება.
41.
ამ ბრძანებით განსაზღვრული ღონისძიებების ფინანსური უზრუნველყოფა განხორციელდეს წლიური „სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსათვის დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში.
42.
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
43.
ამ ბრძანების მე-2 და მე-3 პუნქტების მოქმედება გავრცელდეს 2017 წლის 29 დეკემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიდავით ზალკალიანი