სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის შპს „აკურასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

მიღების თარიღი 10.11.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №2385
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.025135
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/04/2018
matsne.gov.ge 359 სიტყვა · ~2 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ჰერბიასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 91% 05.10.2017 სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „გაზკოსათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 91% 11.10.2017 სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „არქევანისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 90% 16.09.2016 სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 90% 08.11.2017 სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შპს „ჯეოპარსისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 90% 16.09.2016

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის შპს „აკურასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება №2385 2017 წლის 10 ნოემბერი ქ. თბილისი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის შპს „აკურასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ 1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტისა და მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ აკურაში მდებარე 1203217 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების  მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა №1 (ამორტიზებული),  გაშენების ფართი − 458 კვ.მ (მიწის (უძრავი ნივთის) საკადასტრო კოდი:  №53.01.38.074) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 735 670 (შვიდას  ოცდათხუთმეტი ათას ექვსას სამოცდაათი) ლარის გადახდის სანაცვლოდ, საკუთრებაში გადაეცეს შპს „აკურას“ (ს/კ: 405184232). 2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ნივთის საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს: ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი განკარგულების გამოცემიდან არა უმეტეს 12 (თორმეტი) თვის  ვადაში, შემდეგი გრაფიკის მიხედვით: ა.ა) შესაბამისი განკარგულების გამოცემიდან არა უმეტეს 3 (სამი) თვის ვადაში არანაკლებ 184 000 (ას ოთხმოცდაოთხი ათასი) ლარის გადახდა; ა.ბ) შესაბამისი განკარგულების გამოცემიდან არა უმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადაში არანაკლებ 368 000 (სამას სამოცდარვა ათასი) ლარის გადახდა; ა.გ) შესაბამისი განკარგულების გამოცემიდან არა უმეტეს 9 (ცხრა) თვის ვადაში არანაკლებ 552 000 (ხუთას ორმოცდათორმეტი ათასი) ლარის გადახდა; ა.დ) შესაბამისი განკარგულების გამოცემიდან არა უმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადაში 735 670 (შვიდას ოცდათხუთმეტი ათას ექვსას სამოცდაათი) ლარის გადახდა; ბ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უმეტეს 24 (ოცდაოთხი) თვის ვადაში, პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ნივთის არანაკლებ 85% ფართობზე (რაც შეიძლება მოიცავდეს ნარგავებით გაშენებულ ტერიტორიას, ნარგავებს შორის გადასაადგილებელ (მათ შორის,  სპეციალური ტექნიკის გადასაადგილებელი) ბილიკებს/საირიგაციო სისტემის მიერ დაკავებულ ფართობს) ვაზის გაშენება და ინფრასტრუქტურის (რაც მოიცავს (მაგრამ შესაძლოა, არ შემოიფარგლებოდეს) ნარგავებით გაშენებული მიწის ნაკვეთის ან მისი ნაწილის დამცავი მესრით უზრუნველყოფას) მოწყობა; გ) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უძრავ ნივთზე შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 (თხუთმეტი) წლის განმავლობაში: გ.ა) ყოველი წლის დეკემბრის თვეში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის  ინფორმაციის წარდგენა, ამ განკარგულების დანართის შესაბამისად; გ.ბ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადაში და შემდგომ ყოველ 5 (ხუთი) წელიწადში ერთხელ,  ნიადაგის ნაყოფიერებისა და ხარისხის შენარჩუნება-გაუმჯობესების  გამოკვლევის  მიზნით, ნიადაგის ანალიზის დამადასტურებელი დოკუმენტის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის წარდგენა.     3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება. პრემიერ-მინისტრი                                                              გიორგი კვირიკაშვილი