საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე, ომში დაღუპულ გერმანელთა საფლავების მოძიებისა და შესაბამის სამხედრო სასაფლაოზე გადასვენების ნებართვის გაცემის შესახებ
მიღების თარიღი 10.11.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №2386
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.025136
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/04/2018
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
10.11.2017 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი №147 ა კორპუსთან მდებარე უსახელო სკვერისთვის 1992 წელს ცხინვალის რეგიონში საომარი მოქმედებების დროს დაღუპული მებრძოლის გოჩა მორჩილაძის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ ახმეტაში მდებარე გაგარინის ქუჩის მონაკვეთისთვის აფხაზეთის ომში გმირულად
დაღუპული გიორგი გამიაშვილის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, რეხის შესახვევისთვის და მასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის 9 აპრილს ტრაგიკულად დაღუპული ელისო ჭიპაშვილის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ცოტნე დადიანის ქუჩასთან არსებული უსახელო სკვერისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლების ვასიკო და ნუკრი წიკლაურების სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, ვლადიმერ ჯანჯღავას ქუჩის მონაკვეთისთვის და მასთან არსებული ორი გასასვლელისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის ბადრი ჭინჭარაულის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე, ომში დაღუპულ გერმანელთა საფლავების მოძიებისა და შესაბამის სამხედრო სასაფლაოზე გადასვენების ნებართვის გაცემის შესახებ
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2386
2017 წლის 10 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე, ომში დაღუპულ გერმანელთა საფლავების მოძიებისა და შესაბამის სამხედრო სასაფლაოზე გადასვენების ნებართვის გაცემის შესახებ
1. „საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარე ომში დაღუპულ გერმანელთა საფლავების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის 1993 წელს დადებული შეთანხმების შესაბამისად, ნება დაერთოს ამავე შეთანხმების მე-7 მუხლით გათვალისწინებულ ორგანიზაციას − გერმანელი სამხედრო ტყვეების საფლავებზე ზრუნვის სახალხო კავშირს (Volksbund Deutsche Kriegsgräberfürsorge e.V):
ა) აწარმოოს ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტში, მაზნიაშვილის ქუჩის №2-ის მიმდებარე ტერიტორიაზე გერმანელი ტყვეების ნეშტების მოძიება და შესაბამის სამხედრო სასაფლაოზე გადასვენება;
ბ) სამუშაოების განხორციელების მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენოს შესაბამისი სამშენებლო ტექნიკა და დაიქირავოს ადგილობრივი პერსონალი;
გ) ამ პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობები განახორციელოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, „საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარე ომში დაღუპულ გერმანელთა საფლავების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის 1993 წელს დადებული შეთანხმებისა და სსიპ − საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციების გათვალისწინებით.
2. ეთხოვოს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტს, ხელი შეუწყოს გერმანელი სამხედრო ტყვეების საფლავებზე ზრუნვის სახალხო კავშირს ქ. რუსთავის ტერიტორიაზე სამუშაოების განხორციელებაში.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.