საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობის მიცემის შესახებ
მიღების თარიღი 10.11.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №2387
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.025137
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/04/2018
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
10.11.2017 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობის გაცემის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობის გაცემის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობის მიცემის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ჩატარებასა და ზოგიერთი სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობის მიცემის შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის ზოგიერთი სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობის მიცემის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2387
2017 წლის 10 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობის მიცემის შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 იანვრის №33 დადგენილებისა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, მიეცეს თანხმობა:
ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არა უმეტეს 2300 (ორი ათას სამასი) ლარის ფარგლებში ელექტროძრავების, გენერატორებისა და ტრანსფორმატორების (CPV – 31100000) სახელმწიფო შესყიდვაზე;
ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ – დაცვის პოლიციის დეპარტამენტს არა უმეტეს 567443 (ხუთას სამოცდაშვიდი ათას ოთხას ორმოცდასამი) ლარის ფარგლებში საინფორმაციო სისტემებისა და სერვერების (CPV – 48800000) სახელმწიფო შესყიდვაზე;
გ) სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას:
გ.ა) არა უმეტეს 800 (რვაასი) ლარის ფარგლებში ტელე და რადიოსიგნალის მიმღებებისა და აუდიო ან ვიდეოგამოსახულების ჩამწერი ან აღწარმოების აპარატურის (CPV – 32300000) სახელმწიფო შესყიდვაზე;
გ.ბ) არა უმეტეს 7790 (შვიდი ათას შვიდას ოთხმოცდაათი) ლარის ფარგლებში კომპიუტერული მოწყობილობებისა და აქსესუარების (CPV – 30200000) სახელმწიფო შესყიდვაზე.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი