საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2402
2017 წლის 15 ნოემბერი
ქ. თბილისი
1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 159-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულმა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა (შემდგომში – დეპარტამენტი) უზრუნველყოს ხობის, ზუგდიდისა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტებში გამდინარე მდინარეებზე (რომლებიც ჩაედინებიან შავ ზღვაში): რიონზე, ენგურსა და ხობისწყალზე ატივტივებული მყარი ნარჩენების დამჭერი ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებისათვის საჭირო საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა.
2. დეპარტამენტმა ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით დეპარტამენტისათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი