სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელ რიგ ღონისძიებათა შესახებ
მიღების თარიღი 18.12.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №2635
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.025174
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/04/2018
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
18.12.2017 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელ რიგ ღონისძიებათა შესახებ სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ სახელმწიფო პროგრამის – „განახლებული რეგიონების“ დამტკიცების შესახებ „საქართველოსა და სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდს შორის დაფინანსების ხელშეკრულება (სოფლის მეურნეობის მოდერნიზაცია, ბაზარზე დაშვება და მოქნილობა (AMMAR))“ აგროწარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელ რიგ ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს მთვრობის
განკარგულება №2635
2017 წლის 18 დეკემბერი
ქ. თბილისი
სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელ რიგ ღონისძიებათა შესახებ
1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფუძნების, სამეთვალყურეო საბჭოს განსაზღვრისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ოქტომბრის №558 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, საკუთარი ან/და მისთვის საქართველოს კანონმდებლობით გამოყოფილი სახსრების ფარგლებში, უზრუნველყოს ქ. თბილისში, გულიას ქ. №3ა-ში (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.18.09.004.086) მდებარე მიწის ნაკვეთზე სახელმწიფო სერვისების მიწოდების უზრუნველსაყოფად საჭირო შენობა-ნაგებობის მშენებლობის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
2. „სახელმწიფო სერვისების მიწოდების უზრუნველსაყოფად საჭირო შენობა-ნაგებობის მშენებლობის მიზნით რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 15 აპრილის №624 განკარგულების გათვალისწინებით:
ა) შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიურომ“ (ს/ნ: №404389372) და მის მიერ 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულმა საწარმომ − შპს „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიამ“ (ს/კ: 405007200) განახორციელონ ქ. თბილისში, გულიას ქ. №3ა-ში (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.18.09.004.086) მდებარე მიწის ნაკვეთზე სახელმწიფო სერვისების მიწოდების უზრუნველსაყოფად საჭირო შენობა-ნაგებობის მშენებლობასთან დაკავშირებული, ამ განკარგულების გამოცემამდე შესრულებული სამუშაოების შედეგების სახელმწიფოსათვის გადაცემა;
ბ) სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა უზრუნველყოს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, შესრულებული სამუშაოების შედეგების მიღება-ჩაბარება, სახელმწიფოს სახელით.
3. ეთხოვოს შპს „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიას“, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება ბიზნესსახლის სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების (CPV კოდი: 45300000) შესრულებაზე გამოცხადებული ტენდერის (№DAP170000186) შეწყვეტის მიზნით, ხოლო სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს დაევალოს, აღნიშნული ტენდერის შეწყვეტიდან დაუყოვნებლივ უზრუნველყოს იმავე შესყიდვაზე იმავე პირობებით ახალი ტენდერის გამოცხადება.
4. დაევალოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ამ განკარგულებით გათვალისწინებული ღონისძიებების ნაწილობრივი დაფინანსების მიზნით, „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში განსაზღვრული რესურსის მიმართვა სსიპ − მუნიციპალური განვითარების ფონდის ანგარიშზე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წინადადების საფუძველზე.
5. დაევალოს სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, ხოლო შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიუროსა“ (ს/ნ: №404389372) და მის მიერ 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოს − შპს „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიას“ (ს/კ: 405007200) ეთხოვოთ, კომპეტენციის ფარგლებში, ამ განკარგულებით გათვალისწინებული ღონისძიებების ხელშეწყობის უზრუნველყოფა.
6. დაევალოს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროებს, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყონ, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული 2018 წელს განსახორციელებელი ღონისძიებების დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის შესაბამისი წინადადებების წარდგენა.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი .