საქართველოს მთავრობასა და კომპანია „Pomagalski“-ს შორის 2011 წლის 21 ოქტომბერს გაფორმებულ საქართველოში, სვანეთში, მესტიაში ზედაპირული საბაგიროების, ფიქსირებული სკამ-საბაგიროებისა და მოცილებადი საბაგიროების მიწოდების შესახებ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით დამატებით გასაფორმებელი შეთანხმების შესახებ
მიღების თარიღი 27.12.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №2659
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.025113
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/04/2018
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.12.2017 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოს მთავრობასა და კომპანია „Pomagalski“-ს შორის 2011 წლის 21 ოქტომბერს გაფორმებული საქართველოში, სვანეთში, მესტიაში ზედაპირული საბაგიროების, ფიქსირებული სკამ-საბაგიროებისა და მოცილებადი საბაგიროების მიწოდების შესახებ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე დამატებითი შეთანხმების პროექტის მოწონების შესახებ „ანაკლიაში შავი ზღვის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის, ოპერირებისა და გადაცემის (BOT) შესახებ“ საქართველოს მთავრობასა და შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შორის 2016 წლის 3 ოქტომბერს გაფორმებულ საინვესტიციო ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ გასაფორმებელი შეთანხმების მოწონებისა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრისთვის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე „ანაკლიაში შავი ზღვის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის, ოპერირებისა და გადაცემის (BOT) შესახებ“ საქართველოს მთავრობასა და შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შორის 2016 წლის 3 ოქტომბერს გაფორმებულ საინვესტიციო ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ გასაფორმებელი შეთანხმების მოწონებისა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრისთვის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე ოქმი საქართველოს მთავრობასა და ლიტვის რესპუბლიკის მთავრობას შორის საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის თაობაზე ქალაქ ბათუმის გარკვეული ტერიტორიისათვის განაშენიანების
რეგულირების გეგმის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობასა და კომპანია „Pomagalski“-ს შორის 2011 წლის 21 ოქტომბერს გაფორმებულ საქართველოში, სვანეთში, მესტიაში ზედაპირული საბაგიროების, ფიქსირებული სკამ-საბაგიროებისა და მოცილებადი საბაგიროების მიწოდების შესახებ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით დამატებით გასაფორმებელი შეთანხმების შესახებ
საქართველოს მთვრობის
განკარგულება №2659
2017 წლის 27 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობასა და კომპანია „Pomagalski“-ს შორის 2011 წლის 21 ოქტომბერს გაფორმებულ საქართველოში, სვანეთში, მესტიაში ზედაპირული საბაგიროების, ფიქსირებული სკამ-საბაგიროებისა და მოცილებადი საბაგიროების მიწოდების შესახებ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით დამატებით გასაფორმებელი შეთანხმების შესახებ
1. „უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 მაისის №139 დადგენილების პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მოწონებულ იქნეს საქართველოს მთავრობასა და კომპანია „Pomagalski“-ს შორის 2011 წლის 21 ოქტომბერს გაფორმებულ საქართველოში, სვანეთში, მესტიაში ზედაპირული საბაგიროების, ფიქსირებული სკამ-საბაგიროებისა და მოცილებადი საბაგიროების მიწოდების შესახებ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე დამატებით გასაფორმებელი შეთანხმება.
2. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებულ დამატებით შეთანხმებაზე ხელმოწერის უფლებამოსილება მიენიჭოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, დიმიტრი ქუმსიშვილს.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი